თუ საიჯარო მიწაზე სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად მოიჯარეს მოსავლის ნახევარზე მეტი გაუნადგურდა, მას უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ქირის შესაბამისი პროპორციით შემცირება. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება მოიჯარეს აქვს მხოლოდ ზარალის ოდენობისა და მიზეზების შესახებ მოსავლის აღებამდე გაფორმებული აქტის საფუძველზე.
საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1282 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.18
შეცდომის გასწორება - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., გვ.11
საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №496 - სსმ I, №33, 01.12.2008წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-804-773(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2009
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ მიწის გადასახადით არ იბეგრებოდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენა სანახევროდ ან მეტად იყო დაზიანებული სტიქიური მოვლენების შედეგად, ამასვე ადასტურებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 597-ე მუხლი. ე.ი. მოპასუხე შპს “ქ... ც...” უნდა ჩამოწეროდა 1999 წლის განადგურებული 80% ნათესების პროპორციული თანხა 5351 ლარი, 2000 წლის 100% _ პროპორციულობით 9464 ლარი, რაც მთლიანად შეადგენდა 14815 ლარს.
- საქმე №ბს-516-102(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.09.2005
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სკ-ის 597-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული მუხლის შესაბამისად, დადგენილია საიჯარო ქირის შესაბამისად შემცირების მოთხოვნის უფლება წლიური მოსავლის ნახევარზე მეტის დაღუპვის შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
- საქმე №180310016001563087 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2018
…მიერ არ იქნა შეტყობინებული ხელშეკრულების მეორე მხარისათვის საიჯარო ქონების ნივთობრივი ნაკლის არსებობის შესახებ. ამდენად სასამართლომ ვერ გაიზიარა პ-----ა ხ-------–---–ის არგუმენტაცია ხელშეკრულების 8.1. და 8.4. მუხლებზე მითითებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 597-ე მუხლის თანახმად - თუ საიჯარო მიწაზე სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად მოიჯარეს მოსავლის ნახევარზე მეტი გაუნადგურდა, მას უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ქირის შესაბამისი პროპორციით შემცირება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება