მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს აუნაზღაუროს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონების მდგომარეობის (მათ შორის მიწის) გაუმჯობესებისათვის გაწეული კაპიტალური ხარჯები.
საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1282 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ას-286-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2023
…მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით. (3). გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია დამქირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობით. ამავე კოდექსის 598-ე მუხლის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს აუნაზღაუროს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონების მდგომარეობის (მათ შორის მიწის) გაუმჯობესებისათვის გაწეული კაპიტალური და სხვა ხარჯები.
- საქმე №ას-1159-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
კერძოდ, სსკ-ის 599-ე მუხლის თანახმად, 598-ე მუხლში მითითებულის გარდა, სხვა საჭირო ხარჯები, რომლებზედაც მეიჯარემ თანხმობა განაცხადა, მან უნდა აუნაზღაუროს მოიჯარეს საიჯარო ურთიერთობის დამთავრებისას.
- საქმე №ას-1113-1033-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2019
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლების პირველი ნაწილებით და 352-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 581-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 572-ე, 598-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ სადავო ქონების ½ ნაწილის შეძენის შემდეგ მასზე გადავიდა 2008 წლის 1 ივნისის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
- საქმე №ას-1499-1419-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2018
სასამართლომ მოწმის ჩვენებითა და ექსპერტის დასკვნით დადგენილად მიიჩნია, რომ ვაზი 6-14 წლის იყო და საიჯარო ქონების გაუმჯობესება მიიჩნია, რომ მოსავლის მიღებით იყო კომპენსირებული, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 598-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს არასწორად არ დააკისრა კაპიტალური ხარჯების ანაზრაურება, რომელიც დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით, რის საპირისპიროდაც სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა მოწმის ჩვენებას.
- საქმე №ას-845-896-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2011
…დანიშნულებით გამოყენება. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საიჯარო ქონება წარმოადგენს მიწის ნაკვეთს, რაც გამოსაყენებლად ვარგისი იყო იმისათვის, რისი ინტერესიც გააჩნდა მოიჯარეს. აღნიშნული სადავოდ არც გამხდარა მხარეებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 598-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოიჯარის მიერ გაწეული მომსახურება და ჩატარებული სამუშაოები ექვემდებარება მეიჯარის მიერ სავალდებულოდ…
- საქმე №ბს-193-182(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2007
- საქმე №ბს-10-10-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2004
- საქმე №3გ-ად-32-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2002
- საქმე №340210016001535720 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 09.03.2018
- საქმე №050210118002266444 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.12.2018
- საქმე №210210019002869559 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 14.08.2019
- საქმე №330210118002570709 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №050210118002266444 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 04.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება