1. მოიჯარეს უფლება აქვს გამოაცალკევოს ის მოწყობილობა, რომლითაც მან იჯარით აღებული ქონება აღჭურვა; მეიჯარეს შეუძლია გამოცალკევების უფლება შეცვალოს შესაბამისი ანაზღაურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოიჯარეს აქვს გამოცალკევებისთვის პატივსადები ინტერესი.
2. შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს მოიჯარის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას, ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ ასეთი შეთანხმება ითვალისწინებს შესაბამის ანაზღაურება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-687-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2023
…მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის მოიჯარის ბრალეული ქმედება, აღნიშნული გამორიცხავს დასახელებულ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებას; 16.20. გარდა ამისა, ხელშეკრულების 5.2.გ პუნქტის დათქმა ბათილია სსკ-ის 546-ე, 603.1, 603.2 მუხლებიდან გამომდინარე. 17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი ეყრდნობა უზოგადეს წესს - „pacta sunt servanda” („ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
- საქმე №ბს-279-221-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2005
ტექნიკუმის ბალანსმფლობელობაში, ხოლო მოიჯარის მიერ შესრულებული გაუმჯობესებები, რომელთა გამოყოფაც შესაძლებელი იქნებოდა საიჯარო ქონების დაუზიანებლად, წარმოადგენდა მოიჯარის საკუთრებას, რაც, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება სკ-ის 603-ე მუხლს. მოსარჩელის მითითებით, ქონების მართვის სამმართველოს 2004წ. 17 თებერვლის წერილით მისთვის ცნობილი გახდა, რომ საიჯარო ქონების მესაკუთრე არის ყოფილი ქონების მართვის სამმართველო, ამ უკანასკნელსა და...
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება