1. თუ იჯარის ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია საიჯარო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს ათი დღისა განაცხადოს მომდევნო საიჯარო წლისათვის იჯარის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. საიჯარო წლად ითვლება კალენდარული წელი. თუკი მხარეები შეთანხმდნენ უფრო მცირე ვადაზე, მაშინ საჭიროა ამის წერილობით გაფორმება.
2. თუ საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს კანონით დადგენილ ვადაზე ადრე, მაშინ იგი დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის დამთავრებისათვის.
თავი მეშვიდე
ფრენშაიზინ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ას-924-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2019
მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული დავის მოსაწერიგებლად სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 606-ე მუხლი პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, „თუ იჯარის ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია საიჯარო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს ათი დღისა განაცხადოს მომდევნო საიჯარო წლისათვის იჯარის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.
- საქმე №ას-1393-1313-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
ხოლო სსკ-ის 606-ე მუხლის თანახმად, თუ იჯარის ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია საიჯარო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს ათი დღისა განაცხადოს მომდევნო საიჯარო წლისათვის იჯარის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.
- საქმე №ას-1499-1419-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2018
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამავე კოდექსის 606-ე მუხლის თანახმად, ნივთის გამოთხოვის თაობაზე მეიჯარის მიერ წარდგენილი პრეტენზიის საფუძველზე 2015 წელს შეწყდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა…
- საქმე №ბს-771-733(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2007
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული სადავო დადგენილების მიღებისას სიღნაღის რაიონის გამგეობის მიერ დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 606-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნაც, იმის შესახებ, რომ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა კანონით დადგენილ ვადაზე ადრე დასაშვები იყო მხოლოდ საიჯარო წლის დამთავრებისას.
- საქმე №ბს-1349-924(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2006
მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნულით სკ-ის 606-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო სკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი და დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები დაირღვა.
- საქმე №ბს-404-326-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2005
- საქმე №ას-18-322-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2004
- საქმე №3გ-ად-30-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2003
- საქმე №3გ-ად-411-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2003
- საქმე №3გ/ად-15კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2002
- საქმე №020211417700040506 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
- საქმე №340210016001535720 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 09.03.2018
- საქმე №330210018002629287 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №080210016001528053 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2019
- საქმე №330210019002978167 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.06.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება