1. უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.
2. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება იმას, ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა სამოცი წელი.
საქართველოს 2015 წლის 12
ივნისის
კანონი
№
3714
- ვებგვერდი, 24.06.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.06.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.06.2015 კანონი №3714
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.10.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 51. უვადო თავისუფლების აღკვეთა 1. უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. 2. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი ან ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა სამოცი წელი. [ 2. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება იმას, ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა სამოცი წელი. (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №2კ-354-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.05.2021
17 ეპიზოდი), 51-ე, 461-ე და 467-ე მუხლებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობის მცდელობა; 2 ეპიზოდი), 506-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფულის გათეთრება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
- საქმე №16აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.07.2020
კ-ის მსჯავრდებისას მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლი წარმოადგენდა მძიმე დანაშაულს, ხოლო მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის არ შეიძლება უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, კერძოდ: კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.
- საქმე №2კ-275აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.09.2012
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და იმავე კოდექსის 51-ე მუხლის გამოყენებით მ. ც-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მ. ც-ას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
- საქმე №2კ-9კოლ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2008
განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სსკ-ის 51-ე მუხლსა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე; საქართველოს 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ.
- საქმე №080100117001960855 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.06.2019
…წერილში იკითხება, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შემოწმებული იქნა შპს „ჯ-----------ი“, რის შემდეგაც ამ უკანასკნელზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 51-ე, 52-ე მუხლებით და 573 მუხლის II ნაწილით და საქმის მასალები განსახილველად გადაეგზავნა მ--------–-- რაიონის სასამართლოს.
- საქმე №330100114494414 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.03.2019
- საქმე №050100119002956105 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 21.05.2019
- საქმე №330310018002500892 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება