1. სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
2. ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს დანაშაულთა ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით, ამავე კოდექსის 59-ე და მე-60 მუხლების მიხედვით. კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით.
3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
. (ამოღებულია - 04.05.2017, №763).
2. სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენა.
33. დანაშაულის ჩადენის დროს ამ მუხლის 32 ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
საქართველოს
2012
წლის
27 მარტის
კანონი №5925
–
ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2017 წლის
4 მაისის
კანონი
№763
- ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1380 – ვებგვერდი, 04.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 04.03.2026 კანონი №1380
- 04.05.2017 კანონი №763
- 27.03.2012 კანონი №5925
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 53. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები 1. სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. 2. ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს დანაშაულთა ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით, ამავე კოდექსის 59-ე და მე-60 მუხლების მიხედვით. კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით. 3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. 31 . (ამოღებულია - 04.05.2017, №763). 2. სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენა. 33. დანაშაულის ჩადენის დროს ამ მუხლის 32 ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. 4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11296)
- საქმე №2კ-108აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
…პიროვნებისა (არაერთი ნასამართლობის) და დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ მიდრეკილების გათვალისწინებით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
- საქმე №2კ-253აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2026
მ-ს, მის პიროვნულ მახასიათებლებზე, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე დაყრდნობით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მისი გამკაცრების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
- საქმე №2კ-128აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2026
დ–ეს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლების/მუხლის ნაწილების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
- საქმე №2კ-167აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
მ-ისთვის დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის ინდივიდუალიზაციის ზოგადსავალდებულო კრიტერიუმები და სათანადოდ შეაფასა საქმის ყველა არსებითი გარემოება.
- საქმე №2კ-227აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
მ–ეს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
- საქმე №2კ-288აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
- საქმე №2კ-132აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2026
- საქმე №2კ-313აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.07.2026
- საქმე №2კ-220აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.07.2026
- საქმე №2კ-88აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2026
- საქმე №2კ-184აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
- საქმე №2კ-160აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
- საქმე №2კ-145აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
- საქმე №2კ-181აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №2კ-148აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №2კ-150აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №2კ-245აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2026
- საქმე №2კ-196აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №2კ-13აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.07.2026
- საქმე №2კ-93აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №2კ-102აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №2კ-131აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №2კ-3აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №2კ-255აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2026
- საქმე №2კ-192აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2026
- საქმე №2კ-203აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2026
- საქმე №2კ-161აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2026
- საქმე №2კ-31აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №2კ-66აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2026
- საქმე №2კ-208აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2026
- საქმე №2კ-320აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2026
- საქმე №2კ-112აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2026
- საქმე №2კ-300აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2026
- საქმე №2კ-211აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №2კ-210აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №2კ-261აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №2კ-264აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №2კ-27აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2026
- საქმე №2კ-58აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2026
- საქმე №2კ-1აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2026
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 11296-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება