შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 09.07.2026
საქმის ნომერი
2კ-13აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100122006013778

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №13აპ-26 ქ. თბილისი

კ. ბ., 13აპ-26 9 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

1.1. ბ. კ–ეს, – პირადი ნომერი: ............., – ბრალად ედებოდა:

1.1.1. გამოყენების მიზნით ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება და გამოყენება, ჩადენილი არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით.

ბ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

შპს „.............“ (ს/ნ .............) მეწარმე სუბიექტად და დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2018 წლის 11 ივნისს. საზოგადოების დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის ო. ნ–ი.

შპს „გ–“ (ს/ნ ............) მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა 2005 წლის 27 აპრილს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად – 2017 წლის 5 აპრილს. საზოგადოების დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი 2013 წლის 25 ნოემბრიდან არის ბ. კ–ე, რომელიც 2017 წლის 16 ოქტომბრიდან ასევე არის ამავე კომპანიის 100% წილის მფლობელი.

2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ. კ–ემ გადაწყვიტა, რომ ო. ნ–თან შეთანხმებით, ზემოხსენებული ორგანიზაციების სახელითა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით შეექმნა დღგ-ს ფიქტიური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდა სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულების დასაფარად.

2018 წლის 26 ივლისს, ბ. კ–ემ ო. ნ–თან შეთანხმებით, ქ. თ...., შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადა შპს „.............ს“ მიერ შპს „გ–სთვის“ 1 831 250 ლარის ღირებულების მეორადი მასალის, მეორადი მილის და რკინის კონსტრუქციების მიწოდების შესახებ ყალბი სასაქონლო ზედნადები №....., ხოლო 2018 წლის 12 აგვისტოს - ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ..... ამასთან, ფიქტიური ოპერაციის მეტი სარწმუნოობისათვის, მათ ასევე დაამზადეს სხვადასხვა რიცხვით დათარიღებული №.....ხელშეკრულება, №..., №..-, №....., №....., №....., №..... ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები და მიღება-ჩაბარების აქტი.

2018 წლის 15 აგვისტოს №............. პირველადი და 2018 წლის 1 ოქტომბერს №............. დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ბ. კ–ემ გამოიყენა სახელმწიფო ბიუჯეტში შპს „გ–ს“ გადასახდელი თანხის დასაფარად.

1.1.2. გამოყენების მიზნით ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, ჩადენილი არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ბ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

შპს „გ–“ (ს/ნ ............) მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა 2005 წლის 27 აპრილს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად - 2017 წლის 5 აპრილს. საზოგადოების დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი 2013 წლის 25 ნოემბრიდან არის ბ. კ–ე, რომელიც 2017 წლის 16 ოქტომბრიდან ასევე არის ამავე კომპანიის 100% წილის მფლობელი.

2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ. კ–ემ გადაწყვიტა, რომ ფიქტიური ოპერაციის შედეგად შპს „გ–ს“ ბალანსზე წარმოქმნილი ნაშთი გაენულებინა. ამ მიზნით, 2018 წლის 20 ოქტომბერს, ქ. ............, ბ. კ–ემ გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი სასაქონლო ზედნადები №..... და № ...... კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, შპს „გ–მ“ ..... მოქალაქე ა. ს–ს თითქოსდა მიჰყიდა 2 050 000,41 ლარის ღირებულების ჯართი (შავი ლითონი), რაც გათავისუფლებული იყო დღგ-ს დაბეგვრისაგან. სსიპ „შ.....“ აღნიშნული დოკუმენტის გამოყენების შედეგად, შპს „გ–ს“ გაუნულდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი და ამასთან, რაიმე სახის გადასახადი სახელმწიფოს წინაშე არ დაკისრებია.

1.1.3. ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

ბ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

შპს „.............“ (ს/ნ .............) მეწარმე სუბიექტად და დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2018 წლის 11 ივნისს. საზოგადოების დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის ო. ნ–ი.

შპს „გ–“ (ს/ნ ............) მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა 2005 წლის 27 აპრილს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად - 2017 წლის 5 აპრილს. საზოგადოების დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი 2013 წლის 25 ნოემბრიდან არის ბ. კ–ე, რომელიც 2017 წლის 16 ოქტომბრიდან ასევე არის ამავე კომპანიის 100% წილის მფლობელი.

2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ. კ–ემ გადაწყვიტა, რომ ო. ნ–თან შეთანხმებით, ზემოხსენებული ორგანიზაციების სახელითა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით შეექმნა დღგ-ს ფიქტიური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდა სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულების დასაფარად.

2018 წლის 26 ივლისს, ბ. კ–ემ ო. ნ–თან შეთანხმებით, ქ. ............, შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადა შპს „......ს“ მიერ შპს „გ–სთვის“ 1 831 250 ლარის ღირებულების მეორადი მასალის, მეორადი მილის და რკინის კონსტრუქციების მიწოდების შესახებ ყალბი სასაქონლო ზედნადები №.., ხოლო 2018 წლის 12 აგვისტოს - ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ..... ამასთან, ფიქტიური ოპერაციის მეტი სარწმუნოობისათვის, მათ ასევე დაამზადეს სხვადასხვა რიცხვით დათარიღებული №.... ხელშეკრულება, №....., №....., №....., №....., №....., №..... ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები და მიღება-ჩაბარების აქტი.

2018 წლის 15 აგვისტოს №............. პირველადი და 2018 წლის 1 ოქტომბერს №............. დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ბ. კ–ემ გამოიყენა სახელმწიფო ბიუჯეტში შპს „გ–ს“ გადასახდელი თანხის დასაფარად. კერძოდ, ფიქტიური ოპერაციის ამსახველი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენებით, შპს „გ–მ“ მიიღო 279 343,22 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, რის საფუძველზეც მან დაფარა სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული ორგანიზაციის მიმართ ვალდებულების სახით არსებული სხვა დავალიანება. შედეგად, მიუღებელი გადასახადის სახით, სახელმწიფოს მიადგა 279 343,22 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

1.1.4. განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ბ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ქ. ............ მოქმედი იურიდიული პირის შპს „გ–ს“ (ს/ნ ............) დირექტორმა და ფაქტობრივმა მმართველმა ბ. კ–ემ 2017 წლის 29 ივლისიდან განზრახ აარიდა თავი საერთო ჯამში 331 061 ლარის ძირითადი გადასახადის გადახდას. კერძოდ, ბ. კ–ე წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში არასრულად ასახავდა დამატებითი ღირებულების გადასახადითა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ რეალურ ბრუნვას, რამაც დღგ-ს ნაწილში გამოიწვია 184 289 ლარის, ხოლო საშემოსავლო გადასახადში 146 772 ლარის ძირითადი გადასახადის დარიცხვა.

შპს „გ–ს“ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული N... საგადასახადო მოთხოვნა ბ. კ–ეს პირადად ჩაბარდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მან საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში, 2021 წლის 19 მაისამდე არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება და გადახდის ვალდებულების შეჩერება.

1.2. ო. ნ–ს, – პირადი ნომრით: ............., – ბრალად ედებოდა:

1.2.1. გამოყენების მიზნით ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება და გამოყენება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით.

ო. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

შპს „.............“ (ს/ნ .............) მეწარმე სუბიექტად და დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2018 წლის 11 ივნისს. საზოგადოების დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის ო. ნ–ი.

შპს „გ–“ (ს/ნ ............) მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა 2005 წლის 27 აპრილს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად - 2017 წლის 5 აპრილს. საზოგადოების დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი 2013 წლის 25 ნოემბრიდან არის ბ. კ–ე, რომელიც 2017 წლის 16 ოქტომბრიდან ასევე არის ამავე კომპანიის 100% წილის მფლობელი.

2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ. კ–ემ გადაწყვიტა, რომ ო. ნ–თან შეთანხმებით, ზემოხსენებული ორგანიზაციების სახელითა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით შეექმნა დღგ-ს ფიქტიური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდა სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულების დასაფარად.

2018 წლის 26 ივლისს, ო. ნ–მა ბ. კ–ესთან შეთანხმებით, ქ. ............, შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადა შპს „.............ს“ მიერ შპს „გ–სთვის“ 1 831 250 ლარის ღირებულების მეორადი მასალის, მეორადი მილის და რკინის კონსტრუქციების მიწოდების შესახებ ყალბი სასაქონლო ზედნადები №....., ხოლო 2018 წლის 12 აგვისტოს - ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ..... ამასთან, ფიქტიური ოპერაციის მეტი სარწმუნოობისათვის, მათ ასევე დაამზადეს სხვადასხვა რიცხვით დათარიღებული №.... ხელშეკრულება, №....., №....., №....., №....., №....., №..... ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები და მიღება-ჩაბარების აქტი.

2018 წლის 15 აგვისტოს №............. პირველადი და 2018 წლის პირველ ოქტომბერს №............. დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ბ. კ–ემ გამოიყენა სახელმწიფო ბიუჯეტში შპს „გ–ს“ გადასახდელი თანხის დასაფარად.

1.2.2. ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით.

ო. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

შპს „.............“ (ს/ნ .............) მეწარმე სუბიექტად და დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2018 წლის 11 ივნისს. საზოგადოების დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის ო. ნ–ი.

შპს „გ–“ (ს/ნ ............) მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა 2005 წლის 27 აპრილს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად - 2017 წლის 5 აპრილს. საზოგადოების დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი 2013 წლის 25 ნოემბრიდან არის ბ. კ–ე, რომელიც 2017 წლის 16 ოქტომბრიდან ასევე არის ამავე კომპანიის 100% წილის მფლობელი.

2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ. კ–ემ გადაწყვიტა, რომ ო. ნ–თან შეთანხმებით, ზემოხსენებული ორგანიზაციების სახელითა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით შეექმნა დღგ-ს ფიქტიური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდა სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულების დასაფარად.

2018 წლის 26 ივლისს, ო. ნ–მა ბ. კ–ესთან შეთანხმებით, ქ. ............, შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადა შპს „.............ს“ მიერ შპს „გ–სთვის“ 1 831 250 ლარის ღირებულების მეორადი მასალის, მეორადი მილის და რკინის კონსტრუქციების მიწოდების შესახებ ყალბი სასაქონლო ზედნადები №....., ხოლო 2018 წლის 12 აგვისტოს - ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ..... ამასთან, ფიქტიური ოპერაციის მეტი სარწმუნოობისათვის, მათ ასევე დაამზადეს სხვადასხვა რიცხვით დათარიღებული №... ხელშეკრულება, №....., №....., №....., №....., №....., №..... ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები და მიღება-ჩაბარების აქტი.

2018 წლის 15 აგვისტოს №............. პირველადი და 2018 წლის პირველ ოქტომბერს №............. დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ბ. კ–ემ გამოიყენა სახელმწიფო ბიუჯეტში შპს „გ–ს“ გადასახდელი თანხის დასაფარად. კერძოდ, ფიქტიური ოპერაციის ამსახველი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენებით, შპს „გ–მ“ მიიღო 279 343,22 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, რის საფუძველზეც მან დაფარა სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული ორგანიზაციის მიმართ ვალდებულების სახით არსებული სხვა დავალიანება. შედეგად, მიუღებელი გადასახადის სახით, სახელმწიფოს მიადგა 279 343,22 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით:

2.1. ო. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. ო. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. მსჯავრდებულ ო. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 15 სექტემბრიდან;

2.5. ბ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა – ჯარიმა 50 000 ლარი;

2.6. ბ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.7. ბ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.8. ბ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა – ჯარიმა 50 000 ლარი;

2.10. მსჯავრდებულ ბ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვლება განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ:

3.1. მსჯავრდებულ ბ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. ყ-მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენის გაუქმება, ბ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება;

3.1.1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ბ. კ–ემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, დასკვნითი და საბოლოო სიტყვის ეტაპზე მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება;

3.2. მსჯავრდებულმა ო. ნ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა;

3.2.1. 2025 წლის 27 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სააპელაციო სხდომაზე, მსჯავრდებულმა ო. ნ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ა-მა იშუამდგომლეს სააპელაციო საჩივრის უკან გათხოვა და მისი განუხილველად დატოვება, ვინაიდან ო. ნ–ის მიმართ გამოიცა შეწყალების აქტი და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. სასამართლოს მიერ აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულ ო. ნ–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენით:

4.1. მსჯავრდებულ ბ. კ–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენში მსჯავრდებულ ბ. კ–ის მიმართ შევიდა ცვლილება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად;

4.3. ბ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შემცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.3.1. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა – ჯარიმა 50 000 ლარი;

4.4. ბ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.5. ბ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.6. ბ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.8. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა – ჯარიმა 50 000 ლარი;

4.9. ბ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 4 ივლისიდან.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. კ–ემ. კასატორი ითხოვს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენაში გამართლებას და უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრას და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ- ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

3. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენაში გამართლებას და უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრას და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებას.

3.1. შესაბამისად, დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ ბ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. აღნიშნულ ნაწილში დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.

3.2. კასატორი ითხოვს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულში გამართლებას, ვინაიდან, მისი მტკიცებით, საქართველოს სსკ-ის 210-ე და 218-ე მუხლები შედეგობრივად მოიცავს ამავე კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, რის გამოც, ცალკე კვალიფიკაცია უკანონოა.

4. ბ. კ–ე აღიარებს და სადავოდ არ ხდის მის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

5. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, არც შემადგენლობის ელემენტის და არც მაკვალიფიცირებელი გარემოების სახით, არ მოიცავს დანაშაულის შედეგს – მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. „შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებას და გამოყენებას შედეგად მოჰყვება სხვისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება, ქმედება სცდება საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფარგლებს“ (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენი N877აპ-19).

6. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს შედეგით დაფუძნებულ დელიქტს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მოტყუებით მესაკუთრისათვის/ქონების მფლობელისათვის ზიანის მიყენებისათვის. შესაბამისად, ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. დანაშაული დამთავრებულია ქონების მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის ფაქტობრივი ქონებრივი ზიანის მიყენების მომენტიდან. მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისას ქონების მესაკუთრეს ან/და მფლობელს ადგება ზიანი აცდენილი ქონებრივი სარგებლის სახით, რომელიც მას უნდა მიეღო კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის საფუძველზე და ამით უნდა გაზრდილიყო მისი აქტივი. დანაშაული ხორციელდება პირდაპირი განზრახვით, ანგარების მოტივით, სხვის ხარჯზე გამორჩენის მიღების მიზნით.

6.1. ზემოაღნიშნულის, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის კონსტრუქციის და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2025 წლის 7 ოქტომბრის N508აპ-25; 2024 წლის 6 ივნისის N1416აპ-23; 2024 წლის 24 იანვრის N1134აპ-23), კასატორის მოთხოვნა – საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში გამართლება (როგორც ზედმეტად წარდგენილი), – სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

7. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეთა: დ. ტ-ის(ს-ი), თ. ბ-ის (შპს „......ს“ ბუღალტერი), ქ. თ-ის (შ........ ცენტის ოფიცერი), გ. ხ–ას (რ.....), ს. ა-ას (ს-ი) და თ. კ-ის (ექსპერტი) ჩვენებებით, გრაფიკული ექსპერტიზის N... დასკვნით, შპს „გ–ს“ საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, შ-ს 2022 წლის 19 მაისის წერილით, 2019 წლის 19 ივნისის და 2019 წლის 25 ივნისის დათვალიერების ოქმებით, მონაცემთა ბაზის დათვალიერების ოქმით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 19 მაისის წერილით, შპს „....იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით და სხვა მტკიცებულებებით) ერთი მხრივ დასტურდება, რომ ბ. კ–ემ დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ჯგუფურად და გამოიყენა, მეორეს მხრივ კი აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიაყენა ზიანი – 279 343,22 ლარი. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენაში გამართლებისა და უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.

8. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. კ–ე საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულია გამოყენების მიზნით ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენებისათვის მათ შორის არაერთგზის, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებით ბ. კ–ემ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ნასამართლობის პირობებში.

8.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით:

8.1.1. ბ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2013 წლის ნოემბრიდან – 2015 წლის იანვრის პერიოდის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

8.1.2. ბ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2014 წლის 30 მარტიდან - 2015 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

8.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2013 წლის ნოემბრიდან – 2015 წლის იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა ძირითადმა თანაბარმა სასჯელმა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2014 წლის 30 მარტიდან - 2015 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ბ. კ–ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

8.1.4. ბ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2015 წლის 27 თებერვლიდან.

8.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი.

8.3. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, – არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ, მათ შორის, ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

8.4. სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 1 მარტის N.... განკარგულებით ბ. კ–ე, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდა (იხ.: ტ.3, ს.ფ. 184).

8.4.1. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

8.4.1.1. სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ აკონკრეტებს პირი ნასამართლობის არ მქონედ ითვლება სასჯელისგან სრულად თუ მისი ნაწილის მოხდის შემდეგ სრულად გათავისუფლების შემთხვევაში, ნორმის სხვაგვარი განმარტება პირის საზიანოდ დაუშვებელია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N369აპ-17 განჩინება, იხ.: ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2017 წლის 5 ოქტომბრის N269აპ-27, 2017 წლის 25 ოქტომბრის N359აპ-17, 2022 წლის 5 ივლისის N398აპ-22 განაჩენი).

8.4.2. ბ. კ–ე პრეზიდენტის N.... განკარგულებით გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დაკისრებული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

8.4.2.1. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, ბ. კ–ე მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენით) მსჯავრადშერაცხილი საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე. შესაბამისად, დაუშვებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდების გათვალისწინება ბ. კ–ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციის და სასჯელის განსაზღვრისას.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენში. კერძოდ:

9.1. ბ. კ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);

9.2. ბ. კ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

10.1. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ადგენს – ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, ხოლო 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

11. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7).

12. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

13. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია (იხ.: საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილი).

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ (დანაშაულის მოცემული ეპიზოდების აღიარება) გარემოებებს, დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობას, ჩადენილი ქმედების არსს და კატეგორიას (განზრახი ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულები), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მსჯავრდებულის პიროვნებას.

15. ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, ბ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს:

15.1. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

15.1.1 „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, ბ. კ–ე საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა – მოხდისგან უნდა გათავისუფლდეს;

15.2. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს – ჯარიმა 50 000 ლარი.

15.2.1. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

15.2.2. ბ. კ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, მას ასევე არ ჩაუდენია მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

15.2.3. დამატებით სასჯელზე – ჯარიმა 50 000 ლარი – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან (სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმაზე ამნისტია არ ვრცელდება) გამომდინარე.

16. გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების შესახებ კასატორის მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ბ. კ–ეს გასაჩივრებული განაჩენით განესაზღვრა მუხლის სანქციით განსაზღვრული ერთადერთი სახის ძირითადი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით, რაც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

16.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით, აღნიშნულ ეპიზოდში არასწორადაა გამოყენებული "ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი შემცირდა "ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე – ნასამართლობის გამო (ნაცვლად – დაზარალებულის თანხმობის არ არსებობის გამო).

16.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

16.3. მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა ბ. კ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ბ. კ–ეს 1/6-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი (6 წლით თავისუფლების აღკვეთა) და უნდა განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).

17.1. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.

18. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე ნამსჯელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენში. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბ. კ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენში.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 306-ე, 307-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. კ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ბ. კ–ის მიმართ შევიდეს ცვლილება:

2.1. ბ. კ–ეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მისი ქმედება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

2.2. ბ. კ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2.1. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს – ჯარიმა 50 000 ლარი;

2.3. ბ. კ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

2.4. ბ. კ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ბ. კ–ე გათავისუფლდეს აღნიშნული სასჯელის მოხდისაგან;

2.5. ბ. კ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.6. ბ. კ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.8. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს – ჯარიმა 50 000 ლარი;

2.9. ბ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2023 წლის 4 ივლისიდან;

3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე