1. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
3. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.07.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. სასჯელის მიზანი 1. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. 2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია საქართველოს სასჯელაღსრულების კანონმდებლობით. [2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)] 3. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70მუხ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9499)
- საქმე №2კ-108აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
…და დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ მიდრეკილების გათვალისწინებით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
- საქმე №2კ-253აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2026
მ-ს, მის პიროვნულ მახასიათებლებზე, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე დაყრდნობით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მისი გამკაცრების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
- საქმე №2კ-128აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2026
დ–ეს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლების/მუხლის ნაწილების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
- საქმე №2კ-227აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
მ–ეს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
- საქმე №2კ-190აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ზ.
- საქმე №2კ-288აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
- საქმე №2კ-132აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2026
- საქმე №2კ-313აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.07.2026
- საქმე №2კ-220აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.07.2026
- საქმე №2კ-88აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2026
- საქმე №2კ-184აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
- საქმე №2კ-160აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
- საქმე №2კ-145აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
- საქმე №2კ-47აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
- საქმე №2კ-181აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №2კ-148აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №2კ-150აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №2კ-245აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2026
- საქმე №2კ-196აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №2კ-187აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №2კ-13აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.07.2026
- საქმე №2კ-93აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №2კ-102აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №2კ-131აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №2კ-3აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №2კ-255აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2026
- საქმე №2კ-192აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2026
- საქმე №2კ-161აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2026
- საქმე №2კ-31აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №2კ-66აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2026
- საქმე №2კ-320აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2026
- საქმე №2კ-73აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2026
- საქმე №2კ-95აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2026
- საქმე №2კ-112აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2026
- საქმე №2კ-300აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2026
- საქმე №2კ-211აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №2კ-210აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №2კ-261აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №2კ-264აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №2კ-27აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2026
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 9499-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება