მუხლი 38. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება სხვა არაბრალეული ქმედების დროს
სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლი · სსკ 38
თავი IX — ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებანი
ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების არაბრალეულობის პირობებს.
კარი მესამე
სასჯელი
თავი X
სასჯელის მიზნები და სახეე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
წინა რედაქცია (27.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 38. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება სხვა არაბრალეული ქმედების დროს ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების არაბრალეულობის პირობებს. კარი მესამე სასჯელი თავი X.X სასჯელის მიზნები და სახეებისახეე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(37)
საქმე №2კ-40-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2024
2022 წლის 21 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ყარსის საჯარო მთავარი პროკურატურის საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, ი–ა ქ–ს(ქ–ი) ბრალი დაედო თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე, 38-ე, 53-ე, 54-ე და 58-ე მუხლებთან ერთობლიობაში 82/1.a. მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობის მცდელობა) ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 13-დან 20 წლამდე ვადით.
საქმე №2კ-39-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.09.2020
ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 38-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად - 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი დაგეგმვით და ამ 3 დანაშაულის წაქეზება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საქმე №2კ-19-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.04.2020
გ-ს მონაწილეობით, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე და 38-ე მუხლებთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (მცდელობის ეტაპზე შეჩერებული განზრახ მკვლელობის წაქეზება), 38-ე მუხლთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით…
საქმე №2კ-1679-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2013
დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, იუსტიციის სამინისტროში დასწრებოდა და უშუალო მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილების მიღებაში, რითაც საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დაირღვა საქართველოს სსკ–ის 38–ე მუხლის მოთხოვნები. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აშშ–ის სასამართლოს მიერ წარდგენილი ყველა ბრალდება დააკვალიფიცირა სსკ–ის 139–ე მუხლით და სასამართლომ აღნიშნულ საკითხებზე არ იმსჯელა.
საქმე №2კ-392აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2011
მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის,,დ” ქვეპუნქტით, 38-ე მუხლის მესამე ნაწილის,,დ’’ ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე…
საქმე №2კ-1575აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2008
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 38, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-38/