საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.03.2000
საქმის ნომერი
2კ-2საზ.-20000
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 2/საზ 15 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი

სასამართლოს საზედამხედველო პალატამ ჯ. ყიფიანის თავმჯდომარეობით

პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, მ. ქარსელაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით

განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ავას ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. მ-ის საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარეოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 27 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლე დ. ჩიტლოვის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ა. გ-ავა, დაბადებული ქ. დუშეთში, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, უპარტიო, უცოლშვილო, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები ქ. დუშეთში, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

განაჩენით ა. გ-ავას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა განზრახი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში _ განსაკუთ-რებული სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგში:

1997 წლის 16 ნოემბერს ნათესავები _ მ. მ-ური და ა. გ-ავა, მათი საერ-თო ნაცნობის მ. გ-ანის ინიციატივით, ამ უკანასკნელთან და სხვა ამხანაგებთან: ი. წ-ავასთან, ნ. ზ-ძესთან და ჯ. წ-ელთან ერთად საქეიფოდ მივიდნენ ქ. დუშეთ-ში, … ქუჩაზე მდებარე ჯ. ხ-ურის კოოპერატიულ სასადილოში. ამა-ვე პერიოდში ზ. ხ-შვილი თავის ამხანაგებთან ერთად საქეიფოდ იმყოფებოდა ჯ. ხ-ურის სასადილოს წინ მდებარე ა. ბ-შვილის კოოპერატიულ სასადილოში. მ. მ-ურმა კოოპერატივში შესვლის წინ შენიშნა რა ზ. ხ-შვილი, მივიდა მასთან და მოსთხოვა, დროულად გადაეხადა მისთვის ვალი 200 ლარი. არაფხიზელ მდგომარეო-ბაში მყოფი ზ. ხ-შვილი შეჰპირდა, რომ ვალს გადაუხდიდა ერთი თვის განმავლობა-ში, რის შემდეგაც მ. მ-ური დასცილდა ზ. ხ-შვილს, შევიდა ჯ. ხ-ურის კოოპერატივ-ში და შუერთდა იქ მყოფ ა. გ-ავასა და სხვა ამხანაგებს. ქეიფის დროს, უკვე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა. გ-ავამ ჰკითხა მ. მ-ურს, რა საკითხზე სა-უბრობდა ზ. ხ-შვილთან. მ. მ-ურმა კონკრეტული პასუხი არ გასცა. გარკვეული დროის შემდგომ, დაახლოებით 18-19 საათებს შორის პერიოდში, ა. გ-ავა კოოპერატი-ვიდან გამოვიდა და შენიშნა ნ. შამანაურის ქუჩაზე მყოფი ზ. ხ-შვილი. მ. მ-ურ-თან შემდგარი საუბრის შინაარსის გარკვევის მიზნით მივიდა მასთან, რა დროსაც ზ. ხ-შვილმა განუცხადა, რომ მ. მ-ურს მისგან არაფერი ეკუთვნოდა, რის შემდე-გაც ისინი მივიდნენ ჯ. ხ-ურის კოოპერატივთან, რათა ზ. ხ-შვილს მ. მ-ურთან შეხვედრით პირადად გაერკვია თავისი ურთიერთობა. ა. გ-ავამ გარეთ გამოიხმო მთვრალი მ. მ-ური და როდესაც ამ უკანასკნელმა დაინახა ზ. ხ-შვილი, უცენზურო სიტყვებით აგინა მას და გაარტყა ხელი. ზ. ხ-შვილმაც გინებით უპასუხა და მათ შორის დაიწყო ჩხუბი, რომელიც გაგრძელდა 5 წუთს, რის გამოც ქუჩაში შეგ-როვდა ხალხი, მათ შორის იყო ზ. ხ-შვილის მეუღლე ლ. ბ-შვილი, რომელმაც, იქ მყოფი მოქალაქეებისა და პირადად ა. გ-ავას დახმარებით, გააშველა მოჩხუბრები. მ. მ-ური შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა ნ-შვილმა, ხოლო ზ. ხ-შვილი _ ც. ვ-ურმა და თ. ბ-შვილმა. მიუხედავად ამისა, ზ. ხ-შვილი არ დაემორჩილა მათ, გი-ნებით სასწრაფოდ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და როდესაც ვერ ნახა მ. მ-ური, უცენზურო სიტყვებით დაუწყო გინება იქ მყოფ ა. გ-ავას. ამ უკანასკნელმაც გინებითვე უპასუხა. ისინი იწევდნენ ერთმანეთისაკენ,მაგრამ იქ მყოფმა ლ. ბ-შვილმა და სხვა მოქალაქეებმა არ მისცეს ჩხუბის საშუალება _ არ მიუშვეს ერთმანეთთან და როდესაც ზ. ხ-შვილი გაიყვანეს გვერდზე, ა. გ-ავამ იცოდა, რომ ლ. ბ-შვილი იყო ზ. ხ-შვილის მეუღლე, განაწყენებულმა, შურისძიების ნიადაგზე, გადაწყვიტა ზ. ხ-შვილის განზრახ მოკვლა განსაკუთრებული სისასტიკით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი მივარდა ზ. ხ-შვილს და დანა ჩაარტყა თავისა და ბეჭის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიუხედავად აღმოჩენილი დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისა, 1997 წლის 29 ნოემბერს ზ. ხ-შვილი გარდაიცვალა.

საჩივარში ადვოკატი ა. მაზმიშვილი აღნიშნავს, რომ ა. გ-ავამ ზ. ხ-შვილის მკვლელობა ჩაიდინა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რად-გან ამ უკანასკნელმა სრულიად უმიზეზოდ აგინა; ა. გ-ავამ არ იცოდა, რომ შემ-თხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ზ. ხ-ვილის მეუღლე და შვილი, რადგან არც ერთ მათგანს არ იცნობდა; მას არ ჰქონია განზრახვა განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა ზ. ხ-შვილი; ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საჩივრის მოთხოვნაა:

1. ა. გ-ავას მოეხსნას ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო და ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 106-ე მუხლით;

2. ა. გ-ავას სასჯელად განესაზღვროს მის მიერ ფაქტობრივად მოხდილი სასჯელი და გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან;

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოისმინა ადვოკატის განმარტება, პროკურორის დასკვნა, რომელიც თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ცნო, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენში მითითებულია და დადგენილია, რომ ზ. ხ-შვილი ა. გ-ავას მი-მართ მოქმედებდა აგრესიულად, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინა მშობლებისა და ახლობლების მისამართით, რამაც ა. გ-ავას მხრიდან საპა-სუხო რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად ამისა, პალატა თვლის, რომ სასამართლო სწორად მოიქცა, როდესაც ა. გ-ავას აღელვება არ შეაფასა, როგორც უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 106-ე მუხლით და იგი მიიჩნია მხოლოდ ისეთ აღელვებად, რაზედაც მინიშნებულია საქართველოს სსკ-ის 38-ე მუხლის მეხუთე პუნქტში.

პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ ა. გ-ავამ არ იცოდა შემთხვევის ადგილზე ზ. ხ-შვილის მეუღლის არსებობა, სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ. ბ-შვილმა აღნიშნა, რომ როდესაც ა. გ-ავა იგინე-ბოდა, იგი შეეკითხა, თუ ვის აგინებდა, რაზედაც ა. გ-ავამ უპასუხა, "შენ თავს ვაგინებ ზ-სო". ყოველივე ეს დადასტურდა ა. გ-ავასა და ლ. ბ-შვილის დაპირისპირების დროსაც.

ამრიგად, პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალების ერთობლიობით, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო პროცესზე მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული ა. გ-ავას მიერ ჩადენილი დანაშაული. საქმეში არსებულ მტკიცებულებებს სასამართლომ მისცა ობიექტური იურიდიული შეფასება და მსჯავრდებულ ა. გ-ავას დანაშაულებრივი ქმედებები სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით. გამომდინარე აქედან, კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი საქმეში არ მოიპოვება.

საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" პუნქტით, 599-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. გ-ავას ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.