მუხლი 32. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება სხვა მართლზომიერი ქმედების დროს
სისხლის სამართლის კოდექსის 32-ე მუხლი · სსკ 32
თავი VIII — მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებანი
მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების მართლზომიერების პირობებს.
თავი IX
ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
წინა რედაქცია (27.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება სხვა მართლზომიერი ქმედების დროს მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების მართლზომიერების პირობებს. თავი IX . ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებანიგარემოება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
საქმე №ბს-1127(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
…მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა და დაკისრებული თანხის ოდენობის გონივრულობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა.
საქმე №2კ-433-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2021
რ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-80, 59-ე, 31-ე, 32-ე და მე-40 მუხლებით განესაზღვრა 14 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 5 წელი, 10 თვე და 7 დღე) და ჯარიმა - 60939117.25 თურქული ლირა;
საქმე №ბს-265(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2020
…იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა სწორად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, „პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა.
საქმე №ბს-533(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2020
…მიერ დამკვიდრებულ მიდგომასთან ქვედა ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი პოზიცია. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების საფუძველი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, „პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა.
საქმე №2კ-33-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2019
…საგამოძიებო სამმართველომ გამოიტანა დადგენილება ა. ა-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ა. ა-ს ბრალად ედება ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2, 29, 178. 3.2 და 32.4, 312.2 მუხლებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით; დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა და ქრთამის მიცემის წაქეზება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საქმე №345საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2009
საქმე №2კ-1575აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2008
საქმე №2კ-312აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2007
…სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 32, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-32/