1. მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
2. სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
3. ნასამართლობა გაქარწყლდება:
ა) პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ;
გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ;
დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ;
ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.
4. თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან.
5. თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა, მაშინ მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე.
6. გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
კარი მეოთხე1
სოციალური დაცვის ღონისძიება
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025წ.
თავი XV1
ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.04.2025 კანონი №499
- 16.04.2025 კანონი №499
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 79. ნასამართლობა 1. მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. 2. სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ. 3. ნასამართლობა გაქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. 4. თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან. 5. თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა, მაშინ მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე. 6. გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. კარი მეხუთემეოთხე1 (ამოღებულია)სოციალური თავიდაცვის XVI.ღონისძიება (ამოღებულია)თავი საქართველოსXV1 2015ნარკომანიით წლისდაავადებული 12პირის ივნისისსავალდებულო კანონი № 3714 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. .მკურნალობა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(475)
- საქმე №2კ-314აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
…წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. 12. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს ნასამართლობა უქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.
- საქმე №2კ-128აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2026
ასევე, ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ და იმ გარემოებას, რომ ნ.
- საქმე №2კ-148აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
…სახედ და ზომად ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დ. ჯ-ა ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისათვის დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2020 წლის 21 ოქტომბერს. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს ნასამართლობა გაუქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 8 წლის შემდეგ.
- საქმე №2კ-13აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.07.2026
…ოქტომბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდა (იხ.: ტ.3, ს.ფ. 184). 8.4.1. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
- საქმე №2კ-17-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.06.2026
…2601-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობაზეა დამყარებული, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს არა მხოლოდ პირის ნასამართლობის ფაქტი, არამედ − ნასამართლობის ამჟამინდელი სამართლებრივი მდგომარეობაც. 10. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17…
- საქმე №2კ-144აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2026
- საქმე №2კ-168აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2026
- საქმე №28აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2026
- საქმე №2კ-779აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2026
- საქმე №2კ-617აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2025
- საქმე №2კ-855აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №2კ-113-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.11.2025
- საქმე №2კ-553აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2025
- საქმე №2კ-319აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.09.2025
- საქმე №2კ-484აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2025
- საქმე №2კ-1344აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2025
- საქმე №2კ-1122აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2025
- საქმე №2კ-949აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.02.2025
- საქმე №2კ-16-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2025
- საქმე №2კ-179-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2024
- საქმე №2კ-144-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2024
- საქმე №2კ-951აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №2კ-603აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2024
- საქმე №2კ-817აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.10.2024
- საქმე №2კ-1073აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.10.2024
- საქმე №2კ-896აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.09.2024
- საქმე №2კ-303აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.07.2024
- საქმე №2კ-540აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2024
- საქმე №2კ-343აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.07.2024
- საქმე №2კ-1202აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.03.2024
- საქმე №ბს-942(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2024
- საქმე №2კ-1259აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.02.2024
- საქმე №25აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.02.2024
- საქმე №2კ-1205აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №11აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2023
- საქმე №2კ-625აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №2კ-280აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.08.2023
- საქმე №5აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2023
- საქმე №2კ-2-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2023
- საქმე №2კ-3-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 475-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება