მუხლი 288. სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლი · სსსკ 288
თავი XXIV — სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
1. ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობით განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები ან სასჯელმოხდილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) პირველი ინსტანციის სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოდ 3 თვის შემდეგ.
საქართველოს 2013 წლის
მაისის
კანონი №
– ვებგვერდი,.0
.2013
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
საქმე №2კ-144-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2024
…სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა მაშინ მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლეობა ნასამართლეობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობით განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები ან სასჯელმოხდილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) პირველი ინსტანციის სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქმე №43აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2023
საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 288-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობით განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები ან სასჯელმოხდილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) პირველი ინსტანციის სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქმე №136აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.11.2016
ჯ-სა და მისი ადვოკატების მოსაზრებას, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ხარვეზიანია და სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას ანალოგიის წესით უნდა გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლი (სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა), ასევე პრეტენზიას, რომ სასამართლოს არ სურს…
…რვა წლის შემდეგ. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა, მაშინ მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობით განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები ან სასჯელმოხდილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) პირველი ინსტანციის სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად: ამ კოდექსის 282-ე, 283-ე, 284-ე, 285-ე, 285 1, 286-ე, 287-ე, 288-ე და 289-ე მუხლების შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ერთჯერადად, 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივარს 1 თვის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 25. – ნასამართლეობა— ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
მუხლი 22. ნასამართლობის დადგენა— გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ
მუხლი 80. მონაცემები ნასამართლობის შესახებ— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 288, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-288/