1. არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი არ მოქმედებს, თუ არასრულწლოვანი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანს ნასამართლობა გაუქარწყლდება:
ა) პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე;
ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 6 თვის შემდეგ;
გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ;
დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ;
ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 5 წლის შემდე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 12.06.2015).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №2კ-711აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.12.2025
კ–ის ქმედების კვალიფიკაციაში წინა ნასამართლობები არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, ვინაიდან დანაშაულები ჩადენილი იყო არასრულწლოვნობის პერიოდში, სასამართლო ერთის მხრივ ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლს, ხოლო მეორე მხრივ – იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განაჩენით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ( საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) ჩადენისას ლ.
- საქმე №2კ-1073აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.10.2024
თუმცა, შესაძლებელია, არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პირი არ ასრულებს იმ განაჩენს, რომლისთვისაც ნასამართლობა უკვე გაქარწყლებული აქვს (მაგალითად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანს ნასამართლობა გაუქარწყლდება სასჯელის მოხდისთანავე.
- საქმე №2კ-334აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2017
შ-ემ ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში და ამავდროულად, იყო ნასამართლობის არმქონე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდისთანავე იგი ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
- საქმე №2კ-14აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2017
მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ე” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის შეფარდებას იმ მოტივით, რომ: · მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილი და არა - 1-ლი, რის მიხედვითაც, ნასამართლევად უნდა ჩაითვალოს გ.
- საქმე №173აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2017
კ-ე გავრცელებულიყო საქართველოს სსკ–ის მე–17 მუხლის მე–4 ნაწილისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–12 მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან მსჯავრდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 თებერვლის განაჩენით დადგენილი დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვანების ასაკში.
- საქმე №172აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2016
- საქმე №73აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.09.2016
- საქმე №340100118002550105 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2019
- საქმე №330100117002196466 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.11.2019
- საქმე №080100117001999733 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 09.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება