1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება. მას აქვს აგრეთვე უფლება, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. # # # # # #
2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ადვოკატს უფლება აქვს, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, არასრულწლოვნის ნებისგან დამოუკიდებლად შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე, თუ ეს შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
3. თუ არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა იმ მოთხოვნას ენიჭება, რომელიც მეტად შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებული ქმედება უნდა შეესაბამებოდეს მისი აღქმისა და გაგების უნარებს.
5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ქმედების არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებისას უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების, აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესისა და მისი შედეგების, მხარდაჭერისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5015 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5915 – ვებგვერდი, 25.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.05.2020 კანონი №5915
- 20.09.2019 კანონი №5015
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობა 1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება. მას აქვს აგრეთვე უფლება, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. # # # # # # 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ადვოკატს უფლება აქვს, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, არასრულწლოვნის ნებისგან დამოუკიდებლად შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე, თუ ეს შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. 3. თუ არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა იმ მოთხოვნას ენიჭება, რომელიც მეტად შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. 4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებული ქმედება უნდა შეესაბამებოდეს მისი აღქმისა და გაგების უნარებს. 5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ქმედების არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებისას უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების, აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესისა და მისი შედეგების, მხარდაჭერისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №611310920003397337 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.02.2020
…და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით,მხედველობაში…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება