მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლი · სსსკ 5
თავი I — სამართალწარმოების ძირითადი დებულებანი
1. მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.
2. მართლმსაჯულების განხორციელებისას სხვებთან თანასწორად მონაწილეობის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხარეები და მონაწილეები სარგებლობენ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებებით და შესაძლებლობებით, მათ შორის, სპეციალური მოსარჩელის სტატუსით მონაწილეობის გზით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე. [მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე 1. მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე. 2. მართლმსაჯულების განხორციელებისას სხვებთან თანასწორად მონაწილეობის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხარეები და მონაწილეები სარგებლობენ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებებით და შესაძლებლობებით, მათ შორის, სპეციალური მოსარჩელის სტატუსით მონაწილეობის გზით. (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] [მუხლი 5 1 . არასრულწლოვნის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილე პირთა სპეციალიზაცია 1. არასრულწლოვნის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სპეციალიზებული მოსამართლე, ადვოკატი, სოციალური მუშაკი ან/და არასრულწლოვნის საჭიროებების გათვალისწინებით მოწვეული სხვა შესაბამისი სპეციალისტი. 2. სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(794)
საქმე №ას-897-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
…განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368. 5-ე, 374.1 მუხლები) (იხ. სუსგ №ას-693-2019, 28.05.2019წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.; №ას-504-2022, 21.06. 2022წ.).
საქმე №ას-1440-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2026
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას ( სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე.
საქმე №ას-1537-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2026
ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თანასწორობის პრინციპი. 24. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით, მ.ძ–ძის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე მ.ვ–ძეს აეკრძალა ქ.
საქმე №ას-415-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა ( სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის ( სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა ( სსსკ-ის 102-ე მუხლი).
საქმე №ას-1539-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა ( სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის ( სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა ( სსსკ-ის 102-ე მუხლი).
საქმე №ას-1578-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
საქმე №ას-650-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2026
საქმე №ას-672-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
საქმე №ას-382-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
საქმე №ას-1235-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2026
საქმე №ას-263-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
საქმე №ას-1492-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
საქმე №ას-1416-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2026
საქმე №ას-94-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2026
სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს განიხილავს და წყვეტს სააღსრულებო ბიუროს უფროსი, ხოლო ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 5, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-5/