1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ:
ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის;
ბ)
(ამოღებულია);
გ)
(ამოღებულია);
დ)
(ამოღებულია);
ე) საქმეებს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის შესახებ;
ვ) უდავო წარმოების საქმეებს
;
ზ) რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331
1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებს;
თ) შვილად აყვანის საქმეებს
;
ი) ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გავრცელების საქმეებს
;
კ) (
ამოღებულია - 19.02.2015, №3096);
ლ) შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებულ საქმეებს, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.
2. კანონით, სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვაც.
3. ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.
4. სასამართლოები განიხილავენ საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები.
5. სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ. ამასთანავე, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა.
საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999 წ., მუხ.245
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.64
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5199 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.286
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5628 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.418
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №797 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.284
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №15
- ვებგვერდი,.11.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის
კანონი №3096
– ვებგვერდი, 27.02.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 18
აპრილის
კანონი №2151
–
ვებგვერდი, 01.05.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4026 – ვებგვერდი, 25.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4026
- 18.04.2018 კანონი №2151
- 19.02.2015 კანონი №3096
- 28.12.2011 კანონი №5665
- 28.12.2011 კანონი №5667
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. სამოქალაქო საქმეების უწყებრივი დაქვემდებარება სასამართლოებისადმი 1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის; ბ) (ამოღებულია); გ) (ამოღებულია); დ) (ამოღებულია); ე) საქმეებს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის შესახებ; ვ) უდავო წარმოების საქმეებს ; ზ) რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებს; თ) შვილად აყვანის საქმეებს ; ი) ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გავრცელების საქმეებს ; კ) ( ამოღებულია - 19.02.2015, №3096); ლ) შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებულ საქმეებს, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. 2. კანონით, სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვაც. 3. ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის. 4. სასამართლოები განიხილავენ საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები. 5. სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ. ამასთანავე, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა. საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999 წ., მუხ.245 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.64 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5199 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.286 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5628 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.418 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №797 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.284 საქართველოს 2013 წლის 1 3 ნოემბრის კანონი №15 25 - ვებგვერდი, 22 .11.2013წ.