1. სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი).
11. სარჩელები (განცხადებები) ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოში შეიტანება მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე – რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
2. თუ მოპასუხეს არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, სარჩელი განიხილება სასამართლოში საქართველოს ტერიტორიაზე მისი ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.06.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. საერთო განსჯადობა 1. სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი). 11. სარჩელები (განცხადებები) ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზესაქმეებზე სასამართლოში შეიტანება რაიონულმაგისტრატი (საქალაქო)მოსამართლის სასამართლოშისამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლისმოსამართლე ადგილსამყოფლის– მიხედვით.რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. 2. თუ მოპასუხეს არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, სარჩელი განიხილება სასამართლოში საქართველოს ტერიტორიაზე მისი ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(295)
- საქმე №ბს-1051(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ მოსარჩელე ფორმალურად ვერ აკმაყოფილებდა წარდგენილ დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შემსრულებლისთვის მიეთითებინა აღნიშნულის შესახებ და ზემოდასახელებული „პროგრამის“ 13.3 მუხლისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 85-ე მუხლის საფუძველზე, მიეცა საშუალება ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
- საქმე №ბს-152(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2026
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-18 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების…
- საქმე №ბს-815(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია (წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი). 19. თავდაპირველი შეფასების შედეგების პერიოდული გადაფასება და ამგვარი…
- საქმე №ბს-1152(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
…რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები (სუსგ №ბს-983-979 (გ-17), 01.08.2018წ.). 12. სსსკ-ის მე-15 მუხლით განმტკიცებული საერთო განსჯადობის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით.
- საქმე №ას-143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
რაც შეეხება განსჯადობის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულია საერთო განსჯადობის წესი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
- საქმე №ბს-1226(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
- საქმე №ბს-64(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ბს-320(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
- საქმე №ბს-1149(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
- საქმე №ბს-997(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2025
- საქმე №ბს-737(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №ბს-983(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2024
- საქმე №ბს-980(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2024
- საქმე №ბს-981(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2024
- საქმე №ბს-524(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2024
- საქმე №ბს-1008(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2024
- საქმე №ბს-1063(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2024
- საქმე №ბს-746(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.09.2024
- საქმე №ბს-982(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2024
- საქმე №ბს-1310(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2024
- საქმე №ბს-218(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2024
- საქმე №ბს-1163(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2024
- საქმე №ბს-1187(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2024
- საქმე №ბს-1164(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2024
- საქმე №ბს-333(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2024
- საქმე №ბს-219(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ბს-1299(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2024
- საქმე №ბს-1300(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2024
- საქმე №ბს-1301(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2024
- საქმე №ბს-423(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2024
- საქმე №ბს-1313(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
- საქმე №ბს-1314(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
- საქმე №ბს-1(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №ბს-84(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
- საქმე №ბს-1315(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
- საქმე №ბს-1215(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
- საქმე №ბს-1188(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
- საქმე №ბს-1214(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ბს-1166(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ბს-1000(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 295-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება