1. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე;
დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
2. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
4. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
5. სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244
საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2270 - სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.331
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.12.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.12.2015 კანონი №4630
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.12.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები 1. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. 2. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. [2. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან )] 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. 4. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 5. სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2270 - სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.331
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5230)
- საქმე №ბს-292(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს, აღნიშნული მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს.
- საქმე №ბს-1362(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, მე-13 მუხლის მე-6 პუნქტზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის,,გ” ქვეპუნქტზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის…
- საქმე №ბს-121(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2026
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეებს წარდგენილ სარჩელზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ როგორც სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე, მოთხოვნის დაზუსტება თითოეული მოპასუხის მიმართ.
- საქმე №ბს-1005(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2026
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პირველ, მე-3, 24-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5, მე-7, მე-11, 27-ე, 41-ე, 85-ე მუხლებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-2, მე-5, 25-ე, 26-ე მუხლებზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 2018 წლის 6 აპრილის №6 ზოგადი კომენტარის…
- საქმე №ბს-329(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე.
- საქმე №ბს-1260(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2026
- საქმე №ბს-1292(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2026
- საქმე №ბს-1340(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
- საქმე №ბს-362(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2026
- საქმე №ბს-152(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2026
- საქმე №ბს-1148(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ბს-49(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №ბს-1222(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №ბს-1344(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
- საქმე №ბს-181(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ბს-1152(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ბს-1345(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2025
- საქმე №ბს-917(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
- საქმე №ბს-692(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2025
- საქმე №ბს-428(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ბს-1251(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ბს-43(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2025
- საქმე №ბს-567(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2025
- საქმე №ბს-1279(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
- საქმე №ბს-290(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
- საქმე №ბს-271(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2025
- საქმე №ბს-1379(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2025
- საქმე №ბს-297(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2025
- საქმე №ბს-194(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2025
- საქმე №ბს-1052(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
- საქმე №ბს-321(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2025
- საქმე №ბს-147(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2025
- საქმე №ბს-85(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
- საქმე №ბს-302(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2025
- საქმე №ბს-303(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2025
- საქმე №ბს-1255(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
- საქმე №ბს-1385(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
- საქმე №ბს-480(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ბს-132(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ბს-552(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 5230-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება