1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
2. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.
3. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით.
# # #
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება 1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. 2. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება. 3. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით. # # #
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(265)
- საქმე №ას-56-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2026
კასატორის მტკიცებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა უხეშად დაარღვიეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-6 მუხლებით გარანტირებული შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან ერთი მხრივ, მოპასუხეს არ მიეცა შესაძლებლობა უზრუნველეყო დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, რაც ყველა…
- საქმე №ა-6880-გან-26-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2026
ამრიგად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის გამო შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, როგორიცაა საქმის სამართლიანი განხილვისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებები (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლები). 12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების პასუხად დამატებით მოიხმობს სსსკ-ის 266-ე მუხლს, რომელიც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში…
- საქმე №ას-747-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2026
ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.).
- საქმე №ას-1140-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოიჯარის მხრიდან იჯარის ხელშეკრულების 3.1.3 და 3.1.4 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს მისთვის იმავე ხელშეკრულების 6.5 და 6.6 მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობა. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
- საქმე №ას-508-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
ამავე კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ…
- საქმე №ას-317-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2025
- საქმე №ბს-909(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2025
- საქმე №ას-746-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2025
- საქმე №ას-1422-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
- საქმე №ას-1138-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №ბს-638(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
- საქმე №ას-371-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
- საქმე №ას-772-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2024
- საქმე №ა-1602-გან-2-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №ბს-1353(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2024
- საქმე №ას-183-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
- საქმე №ა-1709-გან-4-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2024
- საქმე №ა-1707-გან-3-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2024
- საქმე №ბს-18(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ბს-1023(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
- საქმე №ბს-1295(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №ბს-681(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №ა-6413-გან-29-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2023
- საქმე №ა-6412-ა-36-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2023
- საქმე №ას-636-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2023
- საქმე №ას-1176-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2023
- საქმე №ას-498-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
- საქმე №ბს-506(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ას-1338-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2023
- საქმე №ას-1908-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2023
- საქმე №ბს-365(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2023
- საქმე №ას-479-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-80-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
- საქმე №ბს-188(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ას-437-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2023
- საქმე №ბს-85(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
- საქმე №ას-1381-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2023
- საქმე №ას-1144-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2022
- საქმე №ას-1393-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
- საქმე №ას-793-793-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 265-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება