1. საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
2. სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დრო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
…დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, სსსკ-ის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით, რომლის მე-4 მუხლი ადგენს მხარეთა შეჯიბრებითობის წარმართვის ვალდებულებას, ხოლო მე-5 მუხლი - საქმის თანასწორობის საწყისზე განხილვის აუცილებლობას.
საქმე №ას-249-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
…დაცვით შეავსო. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.ჭ–ის 2026 წლის 29 მაისის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო: 9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, სსსკ-ის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით, რომლის მე-4 მუხლი ადგენს მხარეთა შეჯიბრებითობის წარმართვის ვალდებულებას, ხოლო მე-5 მუხლი - საქმის თანასწორობის საწყისზე განხილვის აუცილებლობას.
საქმე №ბს-39(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2026
…საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
საქმე №ას-1300-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
საქმე №ას-1300-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2026
საქმე №ას-1300-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2026
ცილისწამებასთან დაკავშირებულ იმ საქმეზე, რომელზედაც სარჩელი ან სააპელაციო საჩივარი ამ კანონის ამოქმედებამდე იქნა შეტანილი, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმის განხილვის 1-თვიანი ვადის, აგრეთვე ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36356 და 36357 მუხლებით განსაზღვრული ვადების ათვლა დაიწყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან.
იმავე კოდექსის 385, 1 მუხლის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, 385, 2 მუხლით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
იმავე კოდექსის 385, 1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 1, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-1/