1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
2. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
# # # # # # #
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. შეჯიბრებითობის პრინციპი 1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 2. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. # # # # # # #
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11637)
- საქმე №ას-1034-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2026
ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან სადავო უძრავი ქონების მფლობელები, რომელთაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
- საქმე №ას-897-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობის ( სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის ( სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპების გათვალისწინებით, დავის ფაქტობრივი გარემოებების განსაზღვრა, მტკიცებულებათა წარდგენა, ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელება და მათი სამართლებრივი მნიშვნელობის შეფასებისათვის აუცილებელი პროცესუალური აქტიურობის გამოვლენა მხარეთა უფლებამოსილებასა და ვალდებულებას წარმოადგენს.
- საქმე №ას-734-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
- საქმე №ას-376-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
…მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს უმყარებს შინაგან რწმენას მასზედ, რომ კასატორი წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოსარგებლეს. 21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.
- საქმე №ას-712-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2026
…განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
- საქმე №ას-601-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2026
- საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №ას-655-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №ას-1440-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №ბს-812(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.07.2026
- საქმე №ას-579-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2026
- საქმე №ას-431-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2026
- საქმე №ას-502-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2026
- საქმე №ას-1499-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №ას-177-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №ას-619-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2026
- საქმე №ას-316-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2026
- საქმე №ას-565-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
- საქმე №ას-28-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
- საქმე №ას-388-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
- საქმე №ბს-1068(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2026
- საქმე №ას-114-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №ას-641-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №ას-241-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2026
- საქმე №ას-774-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2026
- საქმე №ას-970-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
- საქმე №ას-274-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
- საქმე №ას-1489-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
- საქმე №ას-415-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
- საქმე №ას-476-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2026
- საქმე №ას-1321-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2026
- საქმე №ას-412-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2026
- საქმე №ბს-244(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
- საქმე №ბს-247(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
- საქმე №ბს-81(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2026
- საქმე №ას-58-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2026
- საქმე №ას-111-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
- საქმე №ას-1581-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
- საქმე №ას-57-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
- საქმე №ას-467-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 11637-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება