1. ობიექტების უწყებრივ რეესტრს აწარმოებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
2. იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც შეიტანება ობიექტების უწყებრივ რეესტრში, და რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. ობიექტების უწყებრივ რეესტრში ინფორმაცია შეიტანება ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა, უწყებრივ რეესტრებს აწარმოებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. ობიექტების უწყებრივი რეესტრი 1. ობიექტების უწყებრივ რეესტრს აწარმოებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. 2. იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც შეიტანება ობიექტების უწყებრივ რეესტრშირეესტრში, , და რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 3. ობიექტების უწყებრივ რეესტრში ინფორმაცია შეიტანება ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით. 4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა, უწყებრივ რეესტრებს აწარმოებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები.ორგანოებ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-1096(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2026
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე, 49-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-5, მე-10, მე-15, მე-17 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საპროექტო…
- საქმე №ბს-1297(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #477 დადგენილებით დამტკიცებული „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლზე, მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე, მე-15 და მე-17 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლზე, 34-ე მუხლზე, ასევე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საქალაქო…
- საქმე №ბს-42(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2023
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N477 დადგენილებით დამტკიცებული „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლზე, რომლითაც დადგენილია მოთხოვნები დამცავი მოაჯირების მოწყობისა და ექსპლუატაციის მიმართ, ასევე მე-15 მუხლზე, რომელიც აწესებს მოთხოვნებს ღიობების მიმართ და მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
- საქმე №060310019003176801 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 12.12.2019
მოცემული კანონის მე-17 და 22-ე მუხლების თანახმად აღნიშნული დადგენილება (მშენებლობის შეჩერების შესახებ) მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს და ის შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში“.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება