1. ობიექტის ადგილზე კონტროლი ხორციელდება ინსპექტირებით.
2. დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების დოკუმენტირებული შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე.
3. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო:
ა) არაარსებით შეუსაბამობას იღებს ცნობად და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში;
ბ) არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში აჯარიმებს ობიექტის მფლობელს, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის და აკონტროლებს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას. არსებითი შეუსაბამობის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში შეუსაბამობა იძენს კრიტიკული შეუსაბამობის სტატუსს;
გ) კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში გამოსცემს ობიექტის ექსპლუატაციის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების (მათ შორის, ობიექტზე ტექნოლოგიურ ი პროცესის, ტექნიკური ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის, მათი ნებისმიერი კომბინაციის შეჩერების) შესახებ აქტს, აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში, აკონტროლებს, რომ დაცულ იქნეს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადა და არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას (მათ შორის, ტექნოლოგიური პროცესის, ტექნიკური ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის, მათი ნებისმიერი კომბინაციის ექსპლუატაციას);
დ) ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელსა ჯარიმებს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხით; ყველა დანარჩენი მსგავსი ტიპის კრიტიკული ან არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში თითოეულ შეუსაბამობაზე ჯარიმის თანხა ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხის ნახევარია.
4. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
5. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არ არის პასუხისმგებელი ობიექტზე მომხდარი დარღვევის ან/და უბედური შემთხვევის გამო, თუ დარღვევა ან/და უბედური შემთხვევა პირდაპირ არ არის გამოწვეული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ქმედებით.
6. ობიექტის ინსპექტირება დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს.
7. ინსპექტირების ორგანოს მიერ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრის დადასტურების საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ექსპლუატაციის განახლების შესახებ და ამოიღებს მას მონიტორინგის ნუსხიდან.
8. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერებამ შეიძლება გაზარდოს საფრთხე, ან შეჩერება შეუძლებელია ტექნოლოგიური პროცესის ბუნებიდან გამომდინარე.
9. შეუსაბამობის შემთხვევაში, თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება უზრუნველყოფს საფრთხის აღმოფხვრას, ობიექტის მფლობელს უფლება აქვს, განუსაზღვრელი ვადით შეაჩეროს ობიექტის ექსპლუატაცია შეუსაბამობის გამოსწორების გარეშე და ამის შესახებ აცნობოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ამ შემთხვევაში შეუსაბამობის გამოსწორების ვალდებულება უქმდება და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში და აკონტროლებს, რომ არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას.
10. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა იწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.
11. დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელს განესაზღვრება დამატებითი გონივრული ვადა შეუსაბამობის გამოსასწორებლად.
12. თუ შეუსაბამობა არ გამოსწორდება გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.
13. მითითება ფორმდება აქტის სახით, რომლის ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს, ხოლო მეორე ინახება ინსპექტირების ორგანოში.
14. მითითების გაცნობად ჩაითვლება ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ ობიექტის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირისათვის მითითების შინაარსის გაცნობა და მითითების გადაცემა, რომლის მიღებას პირი ხელმოწერით ადასტურებს, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში – მითითების ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
15. მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად.
16. მითითების დედანი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ინსპექტირების ოქმის ერთი ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში, ხოლო თუ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, ერთი ასლი წარედგინება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.
17. ობიექტზე არსებული შეუსაბამობა შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას, რაც აღინიშნება ინსპექტირების ოქმში.
18. ობიექტის ადგილზე კონტროლის უფლება ასევე აქვთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს, რომლებიც ამ მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში.
19. ინსპექტირების ჩაუტარებლობის (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ინსპექტირების ჩატარებისათვის.
20. ინსპექტირების გონივრულ ვადაში განმეორებითი ჩაუტარებლობის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.
21. ინსპექტირების ოქმის დედანი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ინსპექტირების ოქმის ერთი ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში, ხოლო თუ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, ერთი ასლი წარედგინება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.
22. ობიექტის მფლობელი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგენს ობიექტის მიერ გავლილი ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციას ინსპექტირების გავლიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
23. ცალკეული ობიექტებისათვის შეუსაბამობების ხარისხი დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2018 წლის 29
ივნისის
კანონი №2757
–
ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3690 – ვებგვერდი, 07.11.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.10.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 31.10.2018 კანონი №3690
- 29.06.2018 კანონი №2757
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (31.10.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები 1. ობიექტის ადგილზე კონტროლი ხორციელდება ინსპექტირებით. 2. დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების დოკუმენტირებული შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე. 3. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო: ა) არაარსებით შეუსაბამობას ინსპექტირების ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს ცნობად და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში; [ ა) არაარსებით შეუსაბამობას იღებს ცნობად და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] ბ) არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში აჯარიმებს ობიექტის მფლობელს, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის და აკონტროლებს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას. არსებითი შეუსაბამობის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში შეუსაბამობა იძენს კრიტიკული შეუსაბამობის სტატუსს; გ) კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში გამოსცემს ობიექტის ექსპლუატაციის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების (მათ შორის, ობიექტზე ტექნოლოგიურ ი პროცესის, ტექნიკური ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის, მათი ნებისმიერი კომბინაციის შეჩერების) შესახებ აქტს, აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში, აკონტროლებს, რომ დაცულ იქნეს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადა და არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას (მათ შორის, ტექნოლოგიური პროცესის, ტექნიკური ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის, მათი ნებისმიერი კომბინაციის ექსპლუატაციას); დ) ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელსა ჯარიმებს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხით; ყველა დანარჩენი მსგავსი ტიპის კრიტიკული ან არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში თითოეულ შეუსაბამობაზე ჯარიმის თანხა ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხის ნახევარია. 4. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 5. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არ არის პასუხისმგებელი ობიექტზე მომხდარი დარღვევის ან/და უბედური შემთხვევის გამო, თუ დარღვევა ან/და უბედური შემთხვევა პირდაპირ არ არის გამოწვეული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ქმედებით. 6. ობიექტის ინსპექტირება დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს. 7. ინსპექტირების ორგანოს მიერ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრის დადასტურების საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ექსპლუატაციის განახლების შესახებ და ამოიღებს მას მონიტორინგის ნუსხიდან. 8. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერებამ შეიძლება გაზარდოს საფრთხე, ან შეჩერება შეუძლებელია ტექნოლოგიური პროცესის ბუნებიდან გამომდინარე. 9. შეუსაბამობის შემთხვევაში, თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება უზრუნველყოფს საფრთხის აღმოფხვრას, ობიექტის მფლობელს უფლება აქვს, განუსაზღვრელი ვადით შეაჩეროს ობიექტის ექსპლუატაცია შეუსაბამობის გამოსწორების გარეშე და ამის შესახებ აცნობოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ამ შემთხვევაში შეუსაბამობის გამოსწორების ვალდებულება უქმდება და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში და აკონტროლებს, რომ არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას. 10. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა იწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. 11. დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელს განესაზღვრება დამატებითი გონივრული ვადა შეუსაბამობის გამოსასწორებლად. 12. თუ შეუსაბამობა არ გამოსწორდება გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება. 13. მითითება ფორმდება აქტის სახით, რომლის ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს, ხოლო მეორე ინახება ინსპექტირების ორგანოში. 14. მითითების გაცნობად ჩაითვლება ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ ობიექტის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირისათვის მითითების შინაარსის გაცნობა და მითითების გადაცემა, რომლის მიღებას პირი ხელმოწერით ადასტურებს, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში – მითითების ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. 15. მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. 16. მითითების დედანი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ინსპექტირების ოქმის ერთი ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში, ხოლო თუ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, ერთი ასლი წარედგინება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 17. ობიექტზე არსებული შეუსაბამობა შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას, რაც აღინიშნება ინსპექტირების ოქმში. 18. ობიექტის ადგილზე კონტროლის უფლება ასევე აქვთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს, რომლებიც ამ მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში. 19. ინსპექტირების ჩაუტარებლობის (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ინსპექტირების ჩატარებისათვის. 20. ინსპექტირების გონივრულ ვადაში განმეორებითი ჩაუტარებლობის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. 21. ინსპექტირების ოქმის დედანი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ინსპექტირების ოქმის ერთი ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში, ხოლო თუ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, ერთი ასლი წარედგინება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 22. ობიექტის მფლობელი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგენს ობიექტის მიერ გავლილი ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციას ინსპექტირების გავლიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 23. ცალკეული ობიექტებისათვის შეუსაბამობების ხარისხი დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით. [მუხლი 191. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელება და ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები 1. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება: ა) რისკის ანალიზის საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით; ბ) თუ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; გ) თუ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. 2. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება დოკუმენტური შემოწმებით ან/და ტექნიკური შემოწმებით. 3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე განთავსებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. 4. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში. 5. პროდუქტის დოკუმენტური შემოწმება ხორციელდება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მისთვის პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების მიწოდებით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით. 6. ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებსა და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებით ან/და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებიდან აღებული ნიმუშის შემოწმებით/გამოცდით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით. 7. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელებისას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე პროდუქტის კონკრეტული კომპონენტი ან ის მახასიათებელი, რომლის თაობაზედაც მას აქვს რისკის შესახებ ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი. 8. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები პროდუქტის წარმოების, დასაწყობებისა და შენახვის ადგილებში ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი დადასტურებულ საფრთხეს შეიცავს. 9. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომლის თაობაზედაც მას აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისა და გარემოსთვის, იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელებისთვის. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომლის ფიზიკური მახასიათებლების ან/და სხვა თვისებრივი მახასიათებლების გამო ვერ მოხერხდება პროდუქტის ნიმუშის აღება. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის შემოწმება შეიძლება ადგილზე განხორციელდეს. 11. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტის ნიმუში/ნიმუშები, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტები. აღნიშნული პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების შესყიდვის ხარჯს ანაზღაურებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. 12. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის ფარული შესყიდვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საფრთხის ეფექტიანად აღმოჩენასა და გამოვლენას. 13. თუ პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პროდუქტი დადასტურებულ საფრთხეს შეიცავს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს პროდუქტის ნიმუშის ღირებულება, აგრეთვე პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები. 14. თუ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მწარმოებლის მიერ წარმოებული კონკრეტული პროდუქტი ან/და პროდუქტების სერია არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, იგი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის/დადასტურებული საფრთხის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ეკონომიკურ ოპერატორს პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა ან/და განადგურება ეკონომიკური ოპერატორის ხარჯზე. 15. თუ შემოწმებით გამოვლინდა დოკუმენტური შეუსაბამობა ან/და ტექნიკური შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს ამ შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა არაუმეტეს 30 დღისა. თუ ეკონომიკური ოპერატორი აღნიშნულ ვადაში ვერ აღმოფხვრის შეუსაბამობას, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ამის თაობაზე შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს შეუსაბამობის აღმოფხვრის ფაქტი. 16. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმებს ეკონომიკური ოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილების შესრულების ფაქტს. თუ დადგენილების შესრულების განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურ ოპერატორს პროდუქტის რეალიზაცია არ შეუჩერებია, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კოდექსის შესაბამისად. 17. თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს და შეიცავს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის ან/და გარემოსთვის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ. 18. თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, შეიცავს და რეალიზაციის შემდეგ, გამოყენების სტადიაზე ინარჩუნებს სერიოზულ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის ან/და გარემოსთვის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის გამოთხოვის შესახებ. 19. თუ პროდუქტი შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან თუ პროდუქტი შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პროდუქტის განადგურების შესახებ. 20. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების შესახებ დადგენილებაში ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება გონივრული ვადა აღნიშნული პროცესის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარე. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილობით შეატყობინოს პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების პროცესის დასრულების შესახებ. პროდუქტის ბაზრიდან ამოღებისთვის, გამოთხოვისთვის ან განადგურებისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება პროდუქტის რეალიზაცია. 21. თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია დადასტურებული საფრთხის შემცველი კონკრეტული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა აღნიშნული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დაუშვებლობის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 22. ამ მუხლის მე-14, მე-15, მე-17−მე-20 და 27-ე ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილებების სახით და მათი შესრულება სავალდებულოა. ამ ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს მათ აღსრულებას. 23. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილება ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რის თაობაზედაც გაიცემა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი. 24. ამ მუხლის 22-ე ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. 25. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით. 26. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს საზოგადოებისთვის პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება. პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების წყაროები, ამ ინფორმაციის მიწოდების დადასტურების ხერხები და ვადები ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილებით, მოსალოდნელი საფრთხის და მისი გავრცელების რისკის ანალიზზე დაყრდნობით. 27. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია ბაზარზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია და ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად მისაღები ზომების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს ეკონომიკურ ოპერატორს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − აგრეთვე საბაჟო ორგანოს. 28. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების წესი, პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესი და პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის, რეალიზაციის შეჩერებისა და განადგურების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით. 29. ამ მუხლში გამოყენებულ იმ ტერმინებზე, რომლებიც არ არის განმარტებული ამ კოდექსის მე-15 მუხლში, ვრცელდება ამ კოდექსში გამოყენებულ იმავე ტერმინთა განმარტებები.