1. ტექნიკური ინსპექტირება ეფუძნება რისკის ანალიზისა და შეფასების სისტემას.
2. ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს რისკის კატეგორიებს და განსაზღვრავს გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობას.
3. დადგენილი პერიოდულობის გარდა, ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება:
ა) საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, ორგანოლეპტიკური შეგრძნებების საფუძველზე;
ბ) ფორსმაჟორის შემთხვევაში;
გ) ავარიის შემთხვევაში;
დ) უბედური შემთხვევის დროს, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება ან სიკვდილი;
ე) სამშენებლო საქმიანობაზე სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების საფუძველი 1. ტექნიკური ინსპექტირება ეფუძნება რისკის ანალიზისა და შეფასების სისტემას. 2. ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს რისკის კატეგორიებს და განსაზღვრავს გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობას. 3. დადგენილი პერიოდულობის გარდა, ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება: ა) საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, ორგანოლეპტიკური შეგრძნებების საფუძველზე; ბ) ფორსმაჟორის შემთხვევაში; გ) ავარიის შემთხვევაში; დ) უბედური შემთხვევის დროს, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება ან სიკვდილისიკვდილი; ; ე) სამშენებლო საქმიანობაზე სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისას.შემოწმებისა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-248(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის) მე-4, მე-15, 25-ე და 45-ე მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედ "მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4, მე-3, მე-20, 62-ე, 63-ე, 70-ე და 94-ე მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ლ.ც-ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, სადავო დადგენილების გამოცემის დროს არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3 სექტემბრის №1460701 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ნებართვა იყო მოქმედი.
- საქმე №ბს-56(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2025
…დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კანონის,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’ ’ მე-15, მე-16, მე-18.1 მე-20, 25-ე, 45.1 მუხლები,,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, ყურადღება…
- საქმე №120310018002690516 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 27.02.2019
დ) ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებლად ან აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით ახორციელებს ობიექტის ინსპექტირებას;
- საქმე №120310017002030608 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 16.02.2018
დ) ახორციელებს ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებას აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება