1. ობიექტის მფლობელი ვალდებულია:
ა) ობიექტების უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია;
ბ) უზრუნველყოს ობიექტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა;
გ) უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები;
დ) უზრუნველყოს ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება;
ე) არ განახორციელოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე ობიექტის ექსპლუატაცია;
ვ) ინსპექტირების დოკუმენტები შეინახოს 6 წლის განმავლობაში, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა ვადა არ არის დადგენილი;
ზ) შეასრულოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მითითებები;
თ) განსაზღვროს ობიექტის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი/ორგანო;
ი) განახორციელოს ღონისძიებები ავარიის/უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით;
კ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მომხდარი ავარიის შესახებ და მიიღოს ყველა ზომა ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად.
2. ობიექტის მფლობელი ვალდებულია ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. შეტყობინება დასაშვებია კომუნიკაციის ყველა საშუალები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. ობიექტის მფლობელის მოვალეობები 1. ობიექტის მფლობელი ვალდებულია: ა) ობიექტების უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია; ბ) უზრუნველყოს ობიექტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა; გ) უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები; დ) უზრუნველყოს ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება; ე) არ განახორციელოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე ობიექტის ექსპლუატაცია; ვ) ინსპექტირების დოკუმენტები შეინახოს 6 წლის განმავლობაში, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა ვადა არ არის დადგენილი; ზ) შეასრულოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მითითებები; თ) განსაზღვროს ობიექტის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი/ორგანო; ი) განახორციელოს ღონისძიებები ავარიის/უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით; კ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკურტექნიკური ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მომხდარი ავარიის შესახებ და მიიღოს ყველა ზომა ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად. 2. ობიექტის მფლობელი ვალდებულია ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. შეტყობინება დასაშვებია კომუნიკაციის ყველა საშუალებით.საშუალები
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-701-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ინსპექტირებისას, დადგინდა, რომ მოპასუხის კუთვნილ ფართში ლიფტის მონტაჟისას დარღვეული იყო ზემოაღნიშნული კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები და კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული ინსპექტირება, რის გამოც მოპასუხეს დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
- საქმე №ბს-561(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2023
…განხორციელებული კონტროლისა და ზედამხედველობის შედეგებს უკავშირდება. კერძოდ, სადავო სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №დად-182/09 დადგენილების მიხედვით, შპს „...ას“ დარღვევა გამოიხატა საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში - ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევაში.
- საქმე №ბს-507(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
…ლარით, ლიცენზიის მფლობელის - ი/მ გ. ჩ-ის მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ...ში არსებულ...ი ქვიშის საბადოს კარიერზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განმეორებით ჩაუტარებლობის გამო ( პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა).
- საქმე №ბს-1342(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2021
საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ობიექტის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტის…
- საქმე №ბს-545-542(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.11.2017
…მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, ობიექტის მფლობელი ვალდებულია: ა) ობიექტების უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია;
- საქმე №330310017002209997 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.09.2019
- საქმე №330310016001586968 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.05.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება