1. ინსპექტირების ორგანო პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელია დაინტერესებული მხარეებისაგან.
2. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინსპექტირების ჩატარებისათვის, უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ობიექტის დაპროექტებაში, წარმოებაში, ექსპლუატაციაში, მიწოდებაში, მონტაჟსა და რემონტში და არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები.
3. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ურთიერთჩანაცვლებადი ობიექტების დაპროექტებაში, წარმოებაში, მონტაჟსა და მომსახურებაში. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები.
4. ინსპექტირების ორგანო არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მის მიუკერძოებლობაზე.
5. ინსპექტირების ორგანოს და ობიექტის მფლობელს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერეს
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა 1. ინსპექტირების ორგანო პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელია დაინტერესებული მხარეებისაგან. 2. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინსპექტირების ჩატარებისათვის, უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ობიექტის დაპროექტებაში, წარმოებაში, ექსპლუატაციაში, მიწოდებაში, მონტაჟსა და რემონტში და არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები. 3. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ურთიერთჩანაცვლებადი ობიექტების დაპროექტებაში, წარმოებაში, მონტაჟსა და მომსახურებაში. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები. 44. . ინსპექტირების ორგანო არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მის მიუკერძოებლობაზე. 55. . ინსპექტირების ორგანოს და ობიექტის მფლობელს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერესი.ინტერეს
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-555(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
…ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების მე-4 მუხლზე, 36-ე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებზე, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 14.2, 22.9, 25-ე, 44-ე მუხლებზე, 45.1 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადასტურდა თ. ლ-ის მიერ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება.
- საქმე №ბს-1194(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
…განეკუთვნება მის მიერ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის შესაბამისობის დადგენა მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან (მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, მე-6 მუხლის 31 პუნქტი, მე-7 მუხლის პირველი, მე-5 და მე-9 პუნქტები, 22-ე მუხლი). კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ უარყო მარეგულირებელი კომისიის პოზიცია იმის თაობაზე, რომ რადგან ლიცენზიატმა გამოავლინა, რომ შპს „მ...ის“…
- საქმე №060310019003176801 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 12.12.2019
მოცემული კანონის მე-17 და 22-ე მუხლების თანახმად აღნიშნული დადგენილება (მშენებლობის შეჩერების შესახებ) მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს და ის შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში“.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება