1. ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს ინსპექტირების ორგანო ობიექტის ადგილზე შემოწმების ფორმით.
2. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას ინსპექტირების ორგანო ობიექტზე გამოვლენილი არსებითი შეუსაბამობის ან კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. აღნიშნული შეუსაბამობა ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში. ამ ოქმის ასლი სპეციალური შენიშვნით/მითითებით (მისი არსებობის შემთხვევაში) 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.
3. ინსპექტირების ორგანო საქმიანობის დაწყებისთვის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უგზავნის შეტყობინებას აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.
4. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას ინსპექტირების ორგანო ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს წარუდგენს ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ დოკუმენტებს ინსპექტირების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელ აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების ინსპექტირების ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოს ტერიტორიასაც ფარავს.
6. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების დროს ინსპექტირების ორგანო ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის შემთხვევაში გასცემს ინსპექტირების სერტიფიკატს.
7. ტექნიკურ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის შემთხვევაში ინსპექტირების სერტიფიკატის ასლს ინსპექტირების ორგანო ინსპექტირების სერტიფიკატის გაცემიდან 5 დღის ვადაში უგზავნის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელსაც მასში აღნიშნული ინფორმაცია შეაქვს ობიექტების უწყებრივ რეესტრში.
8.
(ამოღებულია - 29.06.2018, №2757);
9.
(ამოღებულია - 29.06.2018, №2757);
10.
(ამოღებულია - 29.06.2018, №2757);
11.
(ამოღებულია - 29.06.2018, №2757);
12.
(ამოღებულია - 29.06.2018, №2757);
13. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრ ონული ფორმით.
საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2757 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3690 – ვებგვერდი, 07.11.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.10.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 31.10.2018 კანონი №3690
- 29.06.2018 კანონი №2757
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (31.10.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები 1. ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს ინსპექტირების ორგანო ობიექტის ადგილზე შემოწმების ფორმით. 2. ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ ინსპექტირების ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ასეთი შეუსაბამობა ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში, რომლის ასლი სპეციალური შენიშვნებით/მითითებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში) 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 3. ინსპექტირების ორგანომ საქმიანობის დაწყებისათვის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად. 4. ინსპექტირების ორგანო ტექნიკურ და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს წარუდგენს თავის მიერ ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ დოკუმენტებს ინსპექტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილი თ გათვალისწინებული შემთხვევებისა. [ 2. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას ინსპექტირების ორგანო ობიექტზე გამოვლენილი არსებითი შეუსაბამობის ან კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. აღნიშნული შეუსაბამობა ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში. ამ ოქმის ასლი სპეციალური შენიშვნით/მითითებით (მისი არსებობის შემთხვევაში) 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 3. ინსპექტირების ორგანო საქმიანობის დაწყებისთვის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უგზავნის შეტყობინებას აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად. 4. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას ინსპექტირების ორგანო ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს წარუდგენს ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ დოკუმენტებს ინსპექტირების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] 5. ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელ აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების ინსპექტირების ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოს ტერიტორიასაც ფარავს. 6. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების დროს ინსპექტირების ორგანო შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ტექნიკური ინსპექტირების ოქმს, ხოლო დადგენილ მოთხოვნებთან ობიექტის სრული შესაბამისობის შემთხვევაში გასცემს ინსპექტირების სერტიფიკატს. [ 6. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების დროს ინსპექტირების ორგანო ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის შემთხვევაში გასცემს ინსპექტირების სერტიფიკატს. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] 7. ტექნიკურ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის შემთხვევაში ინსპექტირების სერტიფიკატის ასლს ინსპექტირების ორგანო ინსპექტირების სერტიფიკატის გაცემიდან 5 დღის ვადაში უგზავნის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელსაც მასში აღნიშნული ინფორმაცია შეაქვს ობიექტების უწყებრივ რეესტრში. 8. არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანო და ობიექტის მფლობელი (ან მისი წარმომადგენელი) თანხმდებიან შეუსაბამობის გამოსწორების გონივრულ ვადაზე, რაც ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე. [ 8. (ამოღებულია - 29.06.2018, №2757); ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილში აღნიშნულ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანოს მიერ შეუსაბამობის გამოსწორების ათვის რეკომენდებული ვადა აისახება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში. [ 9. (ამოღებულია - 29.06.2018, №2757); ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] 10. ტექნიკური ინსპექტირების ოქმისა და შენიშვნების/მითითების საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხე დ ველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მათი ძალაში შესვლის შესახებ, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ობიექტის მფლობელს და ინსპექტირების ორგანოს, რის შემდეგაც მითითების შესრულება სავალდებულო ხდება. [ 10. (ამოღებულია - 29.06.2018, №2757); ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] 11. ობიექტის მფლობელი ვალდებულია დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოსწორების დადასტურების მიზნით განმეორებით მოიწვიოს ინსპექტირების ორგანო. [ 11. (ამოღებულია - 29.06.2018, №2757); ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] 12. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანო უფლებამოსილია: ა) განუმარტოს ობიექტის მფლობელს შესაძლო შედეგები და გასცეს რეკომენდაცია ობიექტის ან მისი ცალკეული ნაწილების ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ ტექნიკური ინსპექტირების ოქმში მითითებით; ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და გაუგზავნოს ტექნიკური ინსპექტირების ოქმის ასლი; გ) თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება გამოიწვევს მეტ ზიანს, ვიდრე მისი ექსპლუატაციის გაგრძელება, ან არსობრივად შეუძლებელია პროცესის შეჩერება, ინსპექტირების ორგანო ვალდებულია ამის შესახებ გააკეთოს შენიშვნა ტექნიკური ინსპექტირების ოქმში და 24 საათის განმავლობაში გაუგზავნოს იგი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. [ 12. (ამოღებულია - 29.06.2018, №2757); ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] 13. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრ ონული ფორმით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება