1. ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის წესები და პროცედურები, აგრეთვე მათი დაცვისათვის პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებები დგინდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით, შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:
ა) დამსაქმებლის მიერ სამუშაო ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის/ორგანოს განსაზღვრა;
გ) დასაქმებულის გარდაცვალების, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან დაავადების თავიდან აცილების მიზნით პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
დ) დასაქმებულთა ინფორმირება ინსტრუქციების გამოკვრის, ობიექტების ნიშანდების, დასაქმებულთა ტრენინგის, რისკების შეფასებისა და მართვის მეშვეობით.
1. თუ ობიექტი იმავდროულად მიეკუთვნება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
რეგულირების სფეროს, ობიექტზე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმები განისაზღვრება აგრეთვე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
.
2. მშენებლობის პროცესში შრომის უსაფრთხოების პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს მიაწოდოს მომეტებულ ტექნიკურ საფრთხესთან დაკავშირებული ინფორმაცია.
4. დასაქმებულს, რომელიც იმყოფება სამუშაო ადგილზე, უფლება აქვს, იცოდეს:
ა) რა სახის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაოს ასრულებს;
ბ) რა შედეგებს გამოიწვევს შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაუცველობა როგორც პირადად მისთვის, ისე გარშემომყოფთათვის;
გ) რა ღონისძიებებია განსახორციელებელი უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 2018 წლის 7
მარტის კანონი
№
2051
- ვებგვერდი, 21.03.2018წ.
საქართველოს 2019
წლის
თებერვლის
კანონი №4285
– ვებგვერდი, 04.03.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 07.03.2018 კანონი №2051
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა 1. ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის წესები და პროცედურები, აგრეთვე მათი დაცვისათვის პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებები დგინდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით, შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით: ა) დამსაქმებლის მიერ სამუშაო ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის/ორგანოს განსაზღვრა; გ) დასაქმებულის გარდაცვალების, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან დაავადების თავიდან აცილების მიზნით პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა; დ) დასაქმებულთა ინფორმირება ინსტრუქციების გამოკვრის, ობიექტების ნიშანდების, დასაქმებულთა ტრენინგის, რისკების შეფასებისა და მართვის მეშვეობით. 11.1. თუ ობიექტი იმავდროულად მიეკუთვნება „ შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულირების სფეროს, ობიექტზე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმები განისაზღვრება აგრეთვე „ შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით . 2. მშენებლობის პროცესში შრომის უსაფრთხოების პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს მიაწოდოს მომეტებულ ტექნიკურ საფრთხესთან დაკავშირებული ინფორმაცია. 4. დასაქმებულს, რომელიც იმყოფება სამუშაო ადგილზე, უფლება აქვს, იცოდეს: ა) რა სახის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაოს ასრულებს; ბ) რა შედეგებს გამოიწვევს შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაუცველობა როგორც პირადად მისთვის, ისე გარშემომყოფთათვის; გ) რა ღონისძიებებია განსახორციელებელი უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2019 წლის თებერვლის კანონი №4285 – ვებგვერდი, 04.03.2019
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-859(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.10.2023
სასამართლომ აღნიშნა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 24.15 მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული დადგენილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ასეთი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ არის.
- საქმე №330310018002452928 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2019
აპელანტი მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 24.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის…
- საქმე №330310018002340859 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.05.2019
…აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, ამდენად, სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 24.15 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით(53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს.
- საქმე №330310017001902761 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.04.2019
სასამართლოს განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 24.15 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს.
- საქმე №330310016001399242 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.02.2019
…და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები. კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 24.15 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს.
- საქმე №330310017002079431 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.06.2018
- საქმე №330310016001510293 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება