საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურები
1. აკადემიური უმაღლესი განათლება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია.
2. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების ფარგლებში:
ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს;
ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს ან არანაკლებ 120 კრედიტს, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს;
გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს.
3. მინისტრი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა 1 სასწავლო წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.
6. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა სათანადო მოწმობა.
7. ამ კანონის 472 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში.
8. პირს, რომელმაც დაასრულა მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 10.12.2025 კანონი №1198
- 27.06.2024 კანონი №4298
- 16.03.2021 კანონი №339
- 20.09.2018 კანონი №3438
- 27.11.2015 კანონი №4582
- 28.12.2012 კანონი №187
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურები 1. აკადემიური უმაღლესი განათლება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია. 2. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების ფარგლებში: ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240180 კრედიტსკრედიტს; (გარდა ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 12060 კრედიტს (გარდაან ამარანაკლებ მუხლის120 22კრედიტს, დარომელიც 23აერთიანებს პუნქტებითმაგისტრატურის გათვალისწინებულისაგანმანათლებლო შემთხვევებისა);პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს; გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავსუნდა არაუმეტესმოიცავდეს 60კრედიტებს. კრედიტს.3. 21.მინისტრი უმაღლესგანსაზღვრავს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს. 22. ამ კანონის 472 მუხლის მე-5მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატისსაგანმანათლებლო მფლობელიპროგრამის განათლებისკრედიტების მაგისტრისმაქსიმალურ აკადემიურრაოდენობას. ხარისხს4. მოიპოვებსუმაღლესი განათლებისსაგანმანათლებლო მაგისტრატურისდაწესებულების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამისპროგრამა დაძლევის1 შემთხვევაში.სასწავლო 23.წლის უმაღლესიგანმავლობაში საგანმანათლებლომოიცავს დაწესებულებასაშუალოდ უფლებამოსილია60 მინისტრისკრედიტს. ბრძანებით5. დადგენილიამ წესითმუხლის შეიმუშაოს,მე-2 გარდაპუნქტით რეგულირებადიგათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებისა,პროგრამის, ბაკალავრიატისაგრეთვე საგანმანათლებლოამ პროგრამა,მუხლის რომელიცმე-2 მოიცავსპუნქტის არანაკლებ„ბ“ 180ქვეპუნქტით კრედიტს,გათვალისწინებული ან/და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა,პროგრამის რომელიცნაწილის მოიცავსგავლის არანაკლებშემდეგ 60გაიცემა კრედიტს.სათანადო ამდიპლომი პუნქტითსტანდარტული განსაზღვრულიდანართით. წესი6. უნდაპირს, ითვალისწინებდესრომელმაც დათქმებსარ შესაბამისან საგანმანათლებლოვერ პროგრამაზედაასრულა დაშვებისამ წინაპირობების,მუხლის საგანმანათლებლომე-2 პროგრამისპუნქტით კომპონენტების,გათვალისწინებული კრედიტებისსაგანმანათლებლო განაწილებისაპროგრამა, დაეძლევა უმაღლესისათანადო განათლებისმოწმობა. შემდგომ7. საფეხურზეამ სწავლისკანონის გაგრძელების472 შესაძლებლობისმუხლის თაობაზე.მე-5 3.პუნქტით სწავლისგათვალისწინებული ყოველისერტიფიკატის საფეხურისმფლობელი გავლისგანათლების შემდეგმაგისტრის გაიცემააკადემიურ სათანადოხარისხს დიპლომიმოიპოვებს სტანდარტულიგანათლების დანართით.მაგისტრატურის 4.60-კრედიტიანი პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური,პროგრამის ეძლევადაძლევის სათანადოშემთხვევაში. მოწმობა.8. 5. პირს, რომელმაც დაასრულა მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-394(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
…შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე ამტკიცებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართის ფორმებს. ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.
- საქმე №ბს-1266(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
საქალაქო სასამართლომ მიუთითა,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის,,ე1”,,,ვ“,,,მ“,,,ნ“,,,ო“,,,ჰ15“,,,ჰ34“ ქვეპუნქტებზე, 46-ე, 48-ე მუხლებზე, 89-ე მუხლის 82 პუნქტზე და აღნიშნა, რომ ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.
- საქმე №ბს-1281(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2021
…სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა. თავის მხრივ, 43.6 მუხლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს. ამავე კანონის 46-ე მუხლი შეეხება სწავლის მოცულობას და კრედიტებს. 46.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240…
- საქმე №ბს-548-548(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.04.2019
…რომ 2007 წ. ბ. ყ-მა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა არასრული სახელმწიფო დაფინანსება. 2016 წ. მოსარჩელემ დაფინანსების მიღება მოითხოვა იმავე საფეხურის - ბაკალავრიატის სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის გამო. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანი, ბაკალავრიატი არის უმაღლესი განათლების პირველი საფეხური.
- საქმე №330310019003086219 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.10.2019
კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებია: ა) პირველი საფეხური - ბაკალავრიატი, ბ) მეორე საფეხური - მაგისტრატურა და გ) მესამე საფეხური - დოქტორანტურა.
- საქმე №330310019002878926 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.05.2019
- საქმე №330310018002464458 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უმაღლესი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 10/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება