1. ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18 წლიდან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული ან მძიმე დანაშაული.
2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება ამ კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.
3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს.
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დროს. თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი არასრულწლოვანი იყო და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.
5. ამ კოდექსში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია კანონის ანალოგიის გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და თუ ეს არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
6. ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლების გარეთ მყოფ საჰაერო ან საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, ეს კოდექსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც.
8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სხვა სახელმწიფოს სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას დასაშვებია შუამდგომლობის წარმომდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №750 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.05.2018 კანონი №2390
- 04.05.2017 კანონი №750
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.05.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოქმედების სფერო და გამოყენების წესი, კანონის ანალოგია 1. ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმისგამოსაკითხი პირის/მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ეს პირი ბრალდებულია. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18-დან18 წლიდან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული ან მძიმე დანაშაული. 2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება ამ კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. 3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს. 4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დროს. თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი არასრულწლოვანი იყო და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. 5. ამ კოდექსში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია კანონის ანალოგიის გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და თუ ეს არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. 6. ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლების გარეთ მყოფ საჰაერო ან საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, ეს კოდექსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც.ტერიტორიაზეც. 8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სხვა სახელმწიფოს სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას დასაშვებია შუამდგომლობის წარმომდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(42)
- საქმე №2კ-383აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2026
საკასაციო სასამართლომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის მე-10, 182-ე მუხლების, 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №ბს-285(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე, საქართველოს პენიტენციური კოდექსის 92-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2, მე-3, 96-ე მუხლებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 39-ე მუხლზე, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 37-ე მუხლზე, ზოგად…
- საქმე №2კ-680აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2021
საქართველოს კანონის ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-2 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია, მათ შორის, მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა,…
- საქმე №2კ-477აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.10.2020
საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი ნორმები.
- საქმე №65აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2017
…ივნისს მიღებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომლის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც, თუ…
- საქმე №49აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2017
- საქმე №2კ-558აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2017
- საქმე №197აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2017
- საქმე №165აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2017
- საქმე №152აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.01.2017
- საქმე №110აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2016
- საქმე №107აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2016
- საქმე №172აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2016
- საქმე №105აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.10.2016
- საქმე №92აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2016
- საქმე №89აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.09.2016
- საქმე №79აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2016
- საქმე №81აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2016
- საქმე №73აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.09.2016
- საქმე №66აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.09.2016
- საქმე №48აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2016
- საქმე №68აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-270აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №010141318700055072 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.03.2018
- საქმე №110100119003168587 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 08.10.2019
- საქმე №020100119003105479 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 30.07.2019
- საქმე №100100118002461367 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №100100118002728943 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №080100118002388679 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №100100118002620499 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.09.2018
- საქმე №100100118002572381 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.08.2018
- საქმე №100100118002572974 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.08.2018
- საქმე №100100118002570392 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 15.08.2018
- საქმე №100100118002532466 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 23.07.2018
- საქმე №100100118002475063 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 26.06.2018
- საქმე №100100118002471146 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 18.06.2018
- საქმე №100100118002472106 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 15.06.2018
- საქმე №100100118002447940 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 04.06.2018
- საქმე №100100118002336588 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 21.03.2018
- საქმე №100100118002336639 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 21.03.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 42-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება