1. დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი. # #
2. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.06.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.06.2017 კანონი №949
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. პატიმრობა, როგორც უკიდურესი ღონისძიება 1. დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი. # # 2. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №2კ-1130აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2023
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესს; იმას, რომ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე;
- საქმე №2კ-1161აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2023
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესს; იმას, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე;
- საქმე №2კ-338აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.08.2020
სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვნების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს ultima racio-ს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით.
- საქმე №2კ-862აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2020
სასამართლო ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვნების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს ultima racio-ს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით.
- საქმე №080100118002690492 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.06.2019
…სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება“. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, „დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი.
- საქმე №080100119002880483 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 21.05.2019
- საქმე №080100119002885839 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №080100118002557424 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 09.11.2018
- საქმე №080100118002326733 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.06.2018
- საქმე №080100118002368709 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.05.2018
- საქმე №080100117002193422 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 02.05.2018
- საქმე №080100117002179323 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 02.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება