ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენის წესს, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ბს-53(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ბინადრობის ნებართვის გაცემისას სააგენტო ვალდებული იყო თითოეულ წარმოებაში ხელახლა შეეფასებინა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობა და უპირატესობა მიენიჭებინა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისთვის ( კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები). აღნიშნულიდან გამომდინარე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ოქტომბრის დასკვნა წარმოადგენდა უარის თქმის კანონიერ და საკმარის ფაქტობრივ საფუძველს.
- საქმე №ბს-1362(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, მე-13 მუხლის მე-6 პუნქტზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო…
- საქმე №ას-665-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
…ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ.გ–ის ქმედება - მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, ასევე მიწის დეგრადაცია - გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 18-ე მუხლის თანახმად წარმოადგენდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას.
- საქმე №ბს-823(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2023
…გამოყენების შესაძლებლობას), ამდენად, საკასაციო პალატა, ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივარს დაუსაბუთებლად მიიჩნევს. რაც შეეხება შპს „...“-ის საკასაციო პრეტენზიას, პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-18 მუხლის ( უკიდურესი აუცილებლობა) გამოყენების რაიმე საფუძველი, რადგან კასატორმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ პირველი კლასის მშენებლობის უნებართვოდ წარმოება განპირობებული იყო უკიდურესი აუცილებლობით.
- საქმე №ბს-1170(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
მოსარჩელემ საქართველოს კონსტიტუციის მე-18, 42-ე მუხლებზე, აგრეთვე სზაკ-ის 207-ე, 208-ე, სკ-ის 317-ე, 1005-ე მუხლებზე, ევროპული კონვენციის მე-3, მე-5 მუხლებზე მითითებით მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.
- საქმე №ბს-985(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ბს-1401(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
- საქმე №ბს-553-550(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.08.2018
- საქმე №ბს-311-307(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2015
- საქმე №ბს-612-590(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2014
- საქმე №ბს-544-535(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2013
- საქმე №ბს-1079-1049(გ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2010
- საქმე №ბს-1450-1384(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.03.2010
- საქმე №ვ-922-შ-50-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2006
- საქმე №3გ-ად-214-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2002
- საქმე №010332115700006564 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.04.2019
- საქმე №330310017001964545 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330100117001996912 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №330310018002420553 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.02.2019
- საქმე №330310018002475550 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება