ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მასალები განსახილველად გადაეცემა ამხანაგურ სასამართლოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომით კოლექტივს, თუ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მას შეეფარდოს საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომა.
ამ კოდექსის 50-ე, 119-ე, 122-ე, 126-ე, 155-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩამდენთა მიმართ გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების შესახებ ადმინისტრაცია საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი ამხანაგური სასამართლო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოვალენი არიან ათი დღის ვადაში აცნობონ მასალების გამომგზავნ ორგანოს (თანამდებობის პირს).
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-419-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2025
…მოძრაობის დისტანცია და ვერ დაიცვა საგზაო მოძრაობის წესები. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მძღოლმა, თავისი ქმედებით საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მათ შორის, ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტები; 21-ე მუხლის მე-5, მე-8 და 22-ე პუნქტები; 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები; 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები.
- საქმე №ბს-862(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2022
…ინტერპრეტაციისას. პალატამ მიუთითა ნებართვების გაცემის დროს მოქმედ ქ. თბილისის მთავრობის 31.01.2011წ. №2.01.32 დადგენილებით დამტკიცებულ „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის“ 1.3, 1.23, 4.1, 20.2, 21.1, 21.2 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - შპს,,B...-ს“ აუცილებლად უნდა მოეპოვებინა ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანხმობა (ნებართვა) მწვანე ნარგავების მოჭრისათვის.
- საქმე №ბს-898(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2020
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლებზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი, მე-4, 24-ე მუხლებზე…
- საქმე №330310018002559591 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.01.2019
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის…
- საქმე №330310018002690211 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.12.2018
…საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 16 თებერვლის M---------------- ბრძანებით, იგი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის,,ე“ ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) და,,თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება