თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.
საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის
კანონი №2196
–
ვებგვერდი, 10.05.2018წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.04.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.04.2018 კანონი №2196
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(176)
- საქმე №ბს-140(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს განხორციელებული ქმედება რამდენად შეიძლება იქნას მიჩნეული პირის სამართალდარღვევად ცნობის საფუძვლად, ხოლო ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, პროპორციულობის თვალსაზრისით, შესაძლებელია თუ არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენება, რომლის თანახმად მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია დამრღვევის…
- საქმე №ბს-209(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2026
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო სასკ-ის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
- საქმე №ბს-1202(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2026
…საქმის წარმოების პროცედურას, კერძოდ, გათვალისწინებული არ არის სამართალდარღვევის გამოვლენისას მითითების შედგენის შესაძლებლობა. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა არ არის დამოკიდებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის გათვალისწინებული სანქციის…
- საქმე №ბს-353(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
კასატორმა აღნიშნა, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებია თუ ის აკმაყოფილებს სასკ-ის 22-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის კრიტერიუმებს. დასაშვებობის ფარგლებში შემოწმების ერთ-ერთ მთავარ საკითხს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადები წარმოადგენს.
- საქმე №ბს-32(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
განსახილველ შემთხვევაში, სამშენებლო სამართლებრივ ურთიერთობაში სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე უფლების დაცვა გულისხმობს, როგორც სასამართლოსადმი მიმართვის გზით შექმნილი შემზღუდველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის -…
- საქმე №ბს-1349(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2026
- საქმე №ბს-793(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ბს-70(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ას-1579-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2026
- საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
- საქმე №ბს-658(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
- საქმე №ბს-513(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2025
- საქმე №ბს-574(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
- საქმე №ბს-244(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
- საქმე №ბს-205(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
- საქმე №ბს-90(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2025
- საქმე №ბს-1133(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
- საქმე №ბს-1125(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2025
- საქმე №ბს-208(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2025
- საქმე №ბს-1127(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
- საქმე №ბს-1324(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
- საქმე №ბს-1297(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
- საქმე №ბს-1201(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.12.2024
- საქმე №ბს-754(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
- საქმე №ბს-916(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
- საქმე №ბს-1444(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2024
- საქმე №ბს-544(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2024
- საქმე №ბს-60(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ბს-623(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
- საქმე №ბ-472-4(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2024
- საქმე №ბ-331-2(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ბს-746(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
- საქმე №ბს-250(4კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.11.2023
- საქმე №ბს-627(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2023
- საქმე №ბს-859(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.10.2023
- საქმე №ბს-662(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-299(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
- საქმე №ბს-1081(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
- საქმე №ბს-214(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ბს-360(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 176-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება