ბრძანება N 17286

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.05.2019
№ დოკუმენტი 17286
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17286

30/05/2019

შპს -----

(მის: ---------)

2019 წლის 13 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 24 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N34) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომელიც შეეხება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 06 მაისის №020608 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №020608 ოქმის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილების განთავსებისათვის თავის არიდების ფაქტი, რისთვისაც გადამხდელს შეეფარდა სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1555-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად 200 ლარის ოდენობით.

გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ უარყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და ითხოვს №020608 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებულ ფულადი ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალების თანახმად, 2019 წლის 06 მაისს შპს ----- ს ობიექტის შემოწმებისას დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილების განთავსების წესების დარღვევა, კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1555-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილების განთავსებისთვის თავის არიდება ან ისეთი სამედიცინო გაფრთხილების განთავსება, რომელიც არ შეესაბამება დამტკიცებულ პარამეტრებს გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“ აღნიშნული ფაქტით დარღვეული იქნა თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები, რის გამოც გადამხდელს შეეფარდა სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1555-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 200 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ „ვებ გვერდზე“ გაგზავნილია rs.ge-ს მეშვეობით, რომელსაც იგი გაეცნო 2019 წლის 08 მაისს.

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 24 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N34) განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 1555-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილების განთავსებისთვის თავის არიდება ან ისეთი სამედიცინო გაფრთხილების განთავსება, რომელიც არ შეესაბამება დამტკიცებულ პარამეტრებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში არანაკლებ A4 ფორმატის ქაღალდზე უნდა განთავსდეს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 18 წლამდე ასაკის პირისთვის თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მიყიდვა აკრძალულია.

შემოსავლების სამსახური აგრეთვე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლზე რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

ამავე კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება:

1) ბრალეულის გულწრფელი მონანიება;

2) ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება;

3) სამართალდარღვევის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით, ან მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო;

4) სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიერ;

5) სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ქალის ან იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს.

საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია მცირე მნიშნველოვანი სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ ჩადენილია მცირე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ; გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1555-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი, დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი, რის გამოც გადამხდელს დაეკისრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1555-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახდელი, თუმცა ვინაიდან დამრღვევის მიერ აღნიშნული სამართალდარღვევა პირველადაა ჩადენილი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის და 278-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ჩადენილია მცირე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რა დროსაც დამრღვევი შესაძლებელია გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე, 219-ე მუხლების და 278-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- 2019 წლის 13 მაისის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადამხდელი ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად სასკ-ის 1555-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენაში, სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელი გათავისუფლდეს 2019 წლის 06 მაისის №020608 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სახდელისაგან და გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ უარყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და ითხოვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებულ ფულადი ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში არსებული მასალების თანახმად, გადამხდელის ობიექტის შემოწმებისას დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილების განთავსების წესების დარღვევა, აღნიშნული ფაქტით დარღვეული იქნა თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები, რის გამოც გადამხდელს შეეფარდა სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1555-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 200 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დამრღვევის მიერ აღნიშნული სამართალდარღვევა პირველადაა ჩადენილი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის და 278-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ჩადენილია მცირე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რა დროსაც დამრღვევი შესაძლებელია გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემდეგ ნორმებს:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლები: 22; 1555(1)

თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის 5(4) მუხლი