1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტის მახასიათებლები.
2. მომხმარებელსა და პროვაიდერს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტზე არ გავრცელდება ამ კანონის:
ა) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, თუ გადახდის ოპერაციის უარყოფა გამოწვეულია თავად ინსტრუმენტის მახასიათებლებით;
ბ) 26-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების შესრულების ვადები;
გ) 29-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების გამოთხოვის უფლება საგადახდო დავალების გადაცემის შემდგომ ან/და გადახდის ოპერაციის შესრულებაზე მიმღებისთვის თანხმობის მიცემის შემდგომ;
დ) 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და 33-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ ინსტრუმენტს არ აქვს ოპერაციების შეზღუდვის ან/და დაბლოკვის საშუალება;
ე) 32-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებისა და 33-ე მუხლის პირველი−მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია ანონიმურად ან, ინსტრუმენტის თავისებურებებიდან გამომდინარე, პროვაიდერს არ შეუძლია იმის მტკიცება, რომ გადახდის ოპერაცია ავტორიზებულია.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტი 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტის მახასიათებლები. 2. მომხმარებელსა და პროვაიდერს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტზე არ გავრცელდება ამ კანონის: ა) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, თუ გადახდის ოპერაციის უარყოფა გამოწვეულია თავად ინსტრუმენტის მახასიათებლებით; ბ) 26-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების შესრულების ვადები; გ) 29-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების გამოთხოვის უფლება საგადახდო დავალების გადაცემის შემდგომ ან/და გადახდის ოპერაციის შესრულებაზე მიმღებისთვის თანხმობის მიცემის შემდგომ; დ) 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“„ვ“ ქვეპუნქტებისა და 33-ე მუხლის მე-4მე-10 და მე-5მე-11 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ ინსტრუმენტს არ აქვს ოპერაციების შეზღუდვის ან/და დაბლოკვის საშუალება; ბ)ე) 32-ე მუხლის მე-2მე-4, პუნქტისამე-5 და მე-7 პუნქტებისა და 33-ე მუხლის პირველი−მე-3პირველი−მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია ანონიმურად ან, ინსტრუმენტის თავისებურებებიდან გამომდინარე, პროვაიდერს არ შეუძლია იმის მტკიცება, რომ გადახდის ოპერაცია ავტორიზებულია; გ) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, თუ გადახდის ოპერაციის უარყოფა გამოწვეულია თავად ინსტრუმენტის მახასიათებლებით; დ) 26-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების შესრულების ვადები; ე) 29-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების გამოთხოვის უფლება.ავტორიზებულია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება