1. ამ თავის მოთხოვნები უნდა შესრულდეს ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების დაცვით.
2. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ლარითა და უცხოური ვალუტით განხორციელებულ გადახდის ოპერაციებზე. თუ გადახდის ოპერაციის (გარდა ერთიანი ევროგადახდის სივრცის (SEPA) ფარგლებში მოქმედი საგადახდო სქემით შესრულებული გადახდის ოპერაციებისა) განხორციელებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა, საქართველოში მოქმედ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე არ ვრცელდება ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან/და მომხმარებელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება ამ კანონის 222, 223, 24-ე−26-ე და 28-ე−34-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობით, საომარი მდგომარეობით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული შეუსრულებლობისთვის, თუ ამ გარემოებებმა უშუალო გავლენა იქონია ამ კანონის შესაბამისად პროვაიდერის ან მომხმარებლის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე. მხარე, რომელიც პასუხისმგებლობის გამოსარიცხად დაუძლეველ ძალაზე მიუთითებს, ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ მოვლენას. მხარე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ დაუძლეველმა ძალამ უშუალო გავლენა იქონია მის მიერ ვალდებულების შესრულებაზე.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან/და მომხმარებელს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ კანონის 222, 223, 24-ე−26-ე და 28-ე−34-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის განსაკუთრებული გარემოების საფუძველზე ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოპერაციების შეზღუდვის შემთხვევაში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის დაუძლეველ ძალას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ის არ ექვემდებარება მხარის კონტროლს და რომლის შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა მხარის გონივრული გულმოდგინებისა და ძალისხმევის მიუხედავად.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. საგადახდო მომსახურების დაცვა 1. ამ თავის მოთხოვნები უნდა შესრულდეს ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების დაცვით. 2. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ლარითლარითა და უცხოური ვალუტით განხორციელებულ გადახდის ოპერაციებზე. თუ გადახდის ოპერაციის (გარდა ერთიანი ევროგადახდის სივრცის (SEPA) ფარგლებში მოქმედი საგადახდო სქემით შესრულებული გადახდის ოპერაციებისა) განხორციელებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა, საქართველოში მოქმედ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე არ ვრცელდება ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. 3. ამსაგადახდო კანონისმომსახურების 24-ე−26-ეპროვაიდერს მუხლების,ან/და 30-ემომხმარებელს მუხლისპასუხისმგებლობა პირველიარ პუნქტისეკისრება „გ“ამ ქვეპუნქტისკანონის და222, მე-2223, პუნქტის24-ე−26-ე „დ“ და „ე“28-ე−34-ე ქვეპუნქტებისამუხლებით დაგანსაზღვრული 32-ემოთხოვნების მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობისმდგომარეობით, და საომარი მდგომარეობისმდგომარეობით დროს,ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული შეუსრულებლობისთვის, თუ ესამ მდგომარეობაგარემოებებმა უშუალო გავლენასგავლენა ახდენსიქონია ამ კანონის შესაბამისად პროვაიდერის ან მომხმარებლის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე,შესრულებაზე. აგრეთვემხარე, რომელიც პასუხისმგებლობის გამოსარიცხად დაუძლეველ ძალაზე მიუთითებს, ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ მოვლენას. მხარე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ დაუძლეველმა ძალამ უშუალო გავლენა იქონია მის მიერ ვალდებულების შესრულებაზე. 4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან/და მომხმარებელს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ კანონის 222, 223, 24-ე−26-ე და 28-ე−34-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის განსაკუთრებული გარემოების საფუძველზე ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოპერაციების შეზღუდვის შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის დაუძლეველ ძალას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ის არ ექვემდებარება მხარის კონტროლს და რომლის შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა მხარის გონივრული გულმოდგინებისა და ძალისხმევის მიუხედავად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება