1. თუ გადამხდელი და მიმღები ერთი და იმავე პროვაიდერის მომხმარებლები არიან, პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების ანგარიშზე ასახვა ან/და მისთვის ამ თანხის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა საგადახდო დავალების მიღების დღეს, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ გადამხდელსა და მიმღებს სხვადასხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ჰყავთ:
ა) გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა საგადახდო დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღეს, ხოლო თუ თანხის ჩარიცხვის დღე პროვაიდერისთვის არასამუშაო დღეა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ასახოს ჩარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე ან ეს თანხა სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი. თუკი გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ არის ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით შესაძლოა განისაზღვროს ამ ქვეპუნქტისგან განსხვავებული მოთხოვნები.
3. გადახდის ოპერაციის თანხაზე სარგებლის თარიღი გადამხდელის საგადახდო ანგარიშისთვის არ უნდა უსწრებდეს იმ თარიღს, როდესაც ამ ანგარიშზე განხორციელდა გადახდის ოპერაციის თანხის დადებეტება.
4. თუ მიმღების პროვაიდერი ვერ ახერხებს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიმღების დადგენას, მიმღების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს თანხის დაბრუნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
5. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული საგადახდო დავალება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს გადასცეს ანგარიშსწორებისთვის მიმღების პროვაიდერსა და მიმღებს შორის შეთანხმებულ ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − შეთანხმებულ დღეს.
6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიმღებისთვის თანხა ხელმისაწვდომი გახადოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დაცვით იმ შემთხვევაშიც, თუ მიმღებს ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან საგადახდო ანგარიში არ აქვს.
7. მომხმარებლის მიერ საგადახდო ანგარიშზე ამ ანგარიშის ვალუტაში ნაღდი თანხის შეტანისას ან მისი ელექტრონულ ფულზე გადაცვლისას პროვაიდერი ვალდებულია ეს თანხა მისი მიღებიდან დაუყოვნებლივ დაუკრედიტოს და ხელმისაწვდომი გახადოს ანგარიშის მფლობელისთვის ან ელექტრონული ფულის მომხმარებლისთვის. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ინკასირებული ნაღდი ფულის იურიდიული პირის ანგარიშზე შეტანისას თანხა მისთვის ხელმისაწვდომი გახადოს არაუგვიანეს მისი მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღისა.
8. გადამხდელს უფლება აქვს, საგადახდო დავალების შესრულების დასადასტურებლად თავის პროვაიდერს დამატებით მოსთხოვოს დადასტურებული დოკუმენტი. საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების მიზნით დოკუმენტი გაიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. იგი, გარდა გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციისა, უნდა შეიცავდეს ამავე წესით განსაზღვრულ ინფორმაციას.
9. გადახდის ოპერაციის რეკვიზიტების საფუძველზე გადახდის ოპერაციის საგადახდო სისტემაში გატარება/არსებობა, ოპერაციის რეკვიზიტები, დანიშნულება და თარიღი, აგრეთვე მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი უფლებამოსილი პირის წინაშე, წერილობით ან ელექტრონული ფორმით, სისტემიდან მიღებული ელექტრონული დოკუმენტით.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. საგადახდო დავალების შესრულების ვადები 1. თუ გადამხდელი და მიმღები ერთი და იმავე პროვაიდერის მომხმარებლები არიან, პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების ანგარიშზე ასახვა ან/და მისთვის ამ თანხის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა საგადახდო დავალების მიღების დღეს, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ გადამხდელსა და მიმღებს სხვადასხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ჰყავთ: ა) გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა საგადახდო დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა, თუკითუ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღეს, ხოლო თუ თანხის ჩარიცხვის დღე პროვაიდერისათვისპროვაიდერისთვის არასამუშაო დღეა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისადღისა, ასახოს ჩარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე ან ეს თანხა სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი,ხელმისაწვდომი. თუკი გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ არის ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვაშესაძლოა რამგანისაზღვროს არამ არისქვეპუნქტისგან გათვალისწინებული.განსხვავებული მოთხოვნები. 3. გადახდის ოპერაციის თანხაზე სარგებლის თარიღი გადამხდელის საგადახდო ანგარიშისთვის არ უნდა უსწრებდეს იმ თარიღს, როდესაც ამ ანგარიშზე განხორციელდა გადახდის ოპერაციის თანხის დადებეტება. 4. თუ მიმღების პროვაიდერი ვერ ახერხებს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიმღების იდენტიფიკაციასდადგენას, ვერ ახერხებს, მიმღების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს თანხის დაბრუნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითწესით. დაბრუნება.5. 4. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული საგადახდო დავალება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს გადასცეს მათანგარიშსწორებისთვის მიმღების პროვაიდერსა და მიმღებს შორის შეთანხმებულ ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − საქართველოსშეთანხმებულ ეროვნულიდღეს. ბანკის6. მიერსაგადახდო დადგენილმომსახურების ვადაში.პროვაიდერი 5.ვალდებულია მიმღებისთვის თანხა ხელმისაწვდომი გახადოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დაცვით იმ შემთხვევაშიც, თუ მიმღებს ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან საგადახდო ანგარიში არ აქვს. 7. მომხმარებლის მიერ საბანკოსაგადახდო ანგარიშზე ამ ანგარიშის ვალუტაში ნაღდი თანხის შეტანისას ან მისი ელექტრონულ ფულზე გადაცვლისას პროვაიდერი ვალდებულია ეს თანხა მისი მიღებიდან დაუყოვნებლივ დაუკრედიტოს და ხელმისაწვდომი გახადოს ანგარიშის მფლობელისთვის ან ელექტრონული ფულის მომხმარებლისთვისმომხმარებლისთვის. ხელმისაწვდომი.საგადახდო 6.მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ინკასირებული ნაღდი ფულის იურიდიული პირის ანგარიშზე შეტანისას თანხა მისთვის ხელმისაწვდომი გახადოს არაუგვიანეს მისი მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღისა. 8. გადამხდელს უფლება აქვს, საგადახდო დავალების შესრულების დადასტურებისდასადასტურებლად მიზნით თავის პროვაიდერს დამატებით მოსთხოვოს დადასტურებული დოკუმენტი. საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების მიზნით დოკუმენტი გაიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. იგი, გარდა გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციისა, უნდა შეიცავდეს ამავე წესით განსაზღვრულ ინფორმაციას. 7.9. გადახდის ოპერაციის რეკვიზიტების საფუძველზე გადახდის ოპერაციის საგადახდო სისტემაში გატარება/არსებობა, მისიოპერაციის რეკვიზიტები, დანიშნულება და თარიღი, აგრეთვე მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი უფლებამოსილი პირის წინაშე, წერილობით ან ელექტრონული ფორმით, სისტემიდან მიღებული ელექტრონული დოკუმენტით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება