1. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოითხოვოს საგადახდო დავალება, თუ იგი მიღებულია გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მიერ ან მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა პირდაპირი დებეტისა, გადამხდელს არ აქვს უფლება, გამოითხოვოს იგი, თუ მას გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისთვის ან მიმღებისთვის დავალების შესრულებაზე თანხმობა აქვს გაცემული.
3. პირდაპირი დებეტის შემთხვევაში გადამხდელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს სადებეტო ოპერაციისთვის შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღის ბოლომდე. აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა არ ართმევს გადამხდელს გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
4. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღისა.
5. მომხმარებელსა და შესაბამის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში საგადახდო დავალება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების შესაბამისად. აღნიშნული შეთანხმების არსებობისას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გამოთხოვისთვის სავალდებულოა მიმღებთან შესაბამისი შეთანხმების არსებობა.
6. თუ მომსახურება გაწეულია ჩარჩოხელშეკრულების ფარგლებში, ჩარჩოხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პირობას საგადახდო დავალების გამოთხოვისთვის საკომისიოს შესახებ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. საგადახდო დავალების გაუქმებისა და გამოთხოვის დაუშვებლობა 1. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გააუქმოსგამოითხოვოს საგადახდო დავალება, თუ იგი მიღებულია გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მიერ ან მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა პირდაპირი დებეტისა, გადამხდელს არ აქვს უფლება, გააუქმოსგამოითხოვოს იგი, თუკითუ ესმას დავალებაგადახდის გადაცემულიაოპერაციის გადამხდელისინიციირებაზე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისთვის ან გადამხდელს მიმღებისთვის დავალების შესრულებაზე თანხმობა აქვს მიცემული.გაცემული. 3. პირდაპირი დებეტის შემთხვევაში გადამხდელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალებისდავალება გამოთხოვაარაუგვიანეს შესაძლებელიასადებეტო საქართველოსოპერაციისთვის ეროვნულიშეთანხმებული ბანკისდღის მიერწინა დადგენილისამუშაო წესით.დღის ბოლომდე. აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა არ ართმევს გადამხდელს გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. 4. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაარაუგვიანეს უგვიანეს შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღისა. 5. მომხმარებელსა და მისშესაბამის პროვაიდერსსაგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში საგადახდო დავალება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის (გარემოებისშემდეგ დადგომის) შემდეგ, ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების დაცვით.შესაბამისად. აღნიშნული შეთანხმების არსებობისას,არსებობისას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გამოთხოვისათვისგამოთხოვისთვის სავალდებულოა მიმღებთან შესაბამისი შეთანხმების არსებობა. 6. თუ მომსახურება გაწეულია ჩარჩოხელშეკრულების ფარგლებში, ჩარჩოხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პირობას საგადახდო დავალების გამოთხოვისთვის საკომისიოს შესახებ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება