1. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უარს ამბობს საგადახდო დავალების შესრულებაზე ან გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე, იგი ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს აღნიშნულის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიუთითოს უარის თქმის საფუძველი და მიაწოდოს ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი იმ ფაქტობრივი ხარვეზების გამოსწორების პროცედურა, რომლებმაც განაპირობა უარის თქმა, თუ ასეთი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს მიაწოდოს მასთან შეთანხმებული ფორმით ან სხვაგვარად გახადოს ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს საგადახდო დავალების შესრულების ვადისა.
3. ჩარჩოხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პირობას, რომლის თანახმად საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია დააწესოს გონივრული ოდენობის საკომისიო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უარი ობიექტურად არის დასაბუთებული და იგი განპირობებულია მომხმარებლის მიზეზით.
4. თუ დაცულია გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის ჩარჩოხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნები, გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს ავტორიზებული საგადახდო დავალების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, ის ინიციირებული იყო გადამხდელის მიერ (მათ შორის, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით) თუ მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. თუ შეთანხმებული დღისთვის გადამხდელს არ აქვს გადახდის ოპერაციის განსახორციელებლად საკმარისი თანხა, გადამხდელის პროვაიდერს უფლება აქვს, უარი თქვას საგადახდო დავალების შესრულებაზე, თუკი გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული საფუძვლით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო დავალებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება საკომისიოს დაწესების შესახებ.
6. უარყოფილი საგადახდო დავალება არ ჩაითვლება მიღებულად ამ კანონის 26-ე და 31-ე მუხლების მიზნებისთვის.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. საგადახდო დავალების უარყოფა 1. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უარს ამბობს საგადახდო დავალების შესრულებაზე,შესრულებაზე ან გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე, იგი ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს აღნიშნულის შესახებ. საქართველოს ეროვნულიკანონმდებლობით ბანკისგათვალისწინებული მიერშემთხვევების დადგენილიგარდა, წესითსაგადახდო აცნობოსმომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიუთითოს უარის თქმის საფუძველი და მიაწოდოს ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი იმ ფაქტობრივი ხარვეზების გამოსწორების პროცედურა, რომლებმაც განაპირობა უარის თქმა, თუ ასეთი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია. 2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს ამისმიაწოდოს შესახებმასთან შეთანხმებული ფორმით ან სხვაგვარად გახადოს ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს საგადახდო დავალების შესრულების ვადისა. 2.3. ჩარჩოხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პირობას, რომლის თანახმად საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია დააწესოს გონივრული ოდენობის საკომისიო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უარი ობიექტურად არის დასაბუთებული და იგი განპირობებულია მომხმარებლის მიზეზით. 4. თუ დაცულია გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებითჩარჩოხელშეკრულებით დადადგენილი პროვაიდერის წესებით განსაზღვრული მოთხოვნები, გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს გადამხდელის მიერ ავტორიზებული საგადახდო დავალების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, ის ინიციირებული იყო გადამხდელის მიერ (მათ შორის, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით) თუ მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3.5. თუ შეთანხმებული დღისთვის გადამხდელს არ აქვს გადახდის ოპერაციის განსახორციელებლად საკმარისი თანხა, გადამხდელის პროვაიდერს უფლება აქვს, უარი თქვას საგადახდო დავალების შესრულებაზე, თუკი გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4.აღნიშნული საფუძვლით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო დავალებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება საკომისიოს დაწესების შესახებ. 6. უარყოფილი საგადახდო დავალება არ ჩაითვლება მიღებულად ამ კანონის 26-ე და 31-ე მუხლების მიზნებისათვის.მიზნებისთვის.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება