1. საგადახდო ინსტრუმენტის მომხმარებელი ვალდებულია:
ა) გამოიყენოს საგადახდო ინსტრუმენტი ამ საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებისა და გამოყენებისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად;
ბ) საგადახდო ინსტრუმენტის მიღებისთანავე გონივრული ქმედებებით უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხოდ შენახვა;
გ) საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან არაუფლებამოსილი გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან ამ პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ პირს.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც უშვებს საგადახდო ინსტრუმენტს, ვალდებულია:
ა) მიიღოს ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომა საგადახდო ინსტრუმენტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;
ბ) არ გახადოს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები ხელმისაწვდომი სხვა პირებისთვის, გარდა ამ ინსტრუმენტის მომხმარებლისა. აღნიშნული არ ათავისუფლებს მომხმარებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან;
გ) ნათლად გააცნოს მომხმარებელს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების მოთხოვნები;
დ) დანერგოს შესაბამისი საშუალებები მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების, აგრეთვე საგადახდო ინსტრუმენტის ამ კანონის 301 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განბლოკვის მოთხოვნის ნებისმიერ დროს მიღების უზრუნველსაყოფად. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მას შესაბამისი შეტყობინების ან/და მოთხოვნის მიღების დასტური, თუ მისი მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი;
ე) მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საგადახდო ინსტრუმენტის შემდგომი გამოყენების აღკვეთა;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეტყობინება მიიღოს უსასყიდლოდ. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ საგადახდო ინსტრუმენტის ჩანაცვლებასთან პირდაპირ დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურების აღნიშნული უფლება არ იზღუდება დაკარგული ინსტრუმენტის ჩანაცვლების შემთხვევაში;
ზ) მომხმარებელს არ გაუგზავნოს საგადახდო ინსტრუმენტი მისი მოთხოვნის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მომხმარებლისთვის უკვე გადაცემული ინსტრუმენტი ჩანაცვლებას ექვემდებარება;
თ) დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებისა და გამოყენების პირობები, რომლებიც უნდა იყოს ობიექტური, არადისკრიმინაციული და პროპორციული.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს როგორც საგადახდო ინსტრუმენტის, ისე მისი უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების გაგზავნასთან დაკავშირებული ყველა რისკი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებები აგრეთვე ვრცელდება საგადახდო ანგარიშზე წვდომისთვის გამოსაყენებელი უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების მიმართ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 30. საგადახდო ინსტრუმენტთანინსტრუმენტსა და ავთენტიფიკაციის საშუალებებთან დაკავშირებული ვალდებულებები 1. საგადახდო მომსახურებისინსტრუმენტის მომხმარებელი ვალდებულია: ა) გამოიყენოს საგადახდო ინსტრუმენტი ამ საგადახდო ინსტრუმენტისათვისინსტრუმენტის გამოშვებისა და გამოყენებისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად; ბ) დაიცვას მისთვის გაცემული საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოებისმიღებისთანავე ზომები,გონივრული ქმედებებით უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული საშუალებებისმახასიათებლების დაცვა;უსაფრთხოდ შენახვა; გ) საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონოარაუფლებამოსილი გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან უმოკლესგაუმართლებელი ვადაშიდაყოვნების შეატყობინოსგარეშე ამისაღნიშნულის თაობაზეშესახებ შეატყობინოს თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან ამ პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ პირს. 2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერიპროვაიდერი, რომელიც უშვებს საგადახდო ინსტრუმენტს, ვალდებულია: ა) მიიღოს ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომა საგადახდო ინსტრუმენტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად; ბ) არ გახადოს საგადახდო ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის,პირებისთვის, გარდა ამ ინსტრუმენტის მფლობელისა;მომხმარებლისა. აღნიშნული არ ათავისუფლებს მომხმარებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან; გ) ნათლად გააცნოს საგადახდო მომსახურების მომხმარებელს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების მოთხოვნები; დ) უზრუნველყოსდანერგოს საგადახდოშესაბამისი მომსახურებისსაშუალებები მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინებისშეტყობინების, ნებისმიერაგრეთვე დროსსაგადახდო მიღებაინსტრუმენტის უშუალოდამ მომხმარებლისგანკანონის ან301 მისმუხლის მიერმე-4 წინასწარპუნქტის განსაზღვრულიშესაბამისად პირისგან.განბლოკვის მოთხოვნის ნებისმიერ დროს მიღების უზრუნველსაყოფად. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მას შესაბამისი შეტყობინების ან/და მოთხოვნის მიღების დასტური, თუ შეტყობინებისმისი მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი; ე) საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საგადახდო ინსტრუმენტის შემდგომი გამოყენების აღკვეთა.აღკვეთა; 3.ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეტყობინება მიიღოს უსასყიდლოდ. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულიაუფლებამოსილია საკუთარმოითხოვოს თავზემხოლოდ აიღოს საგადახდო ინსტრუმენტის ან/დაჩანაცვლებასთან მისიპირდაპირ პერსონიფიცირებულიდაკავშირებული უსაფრთხოებისხარჯების მახასიათებლებისაანაზღაურება. დახარჯების საშუალებებისანაზღაურების გაგზავნასთანაღნიშნული დაკავშირებულიუფლება ყველაარ რისკი.იზღუდება 4.დაკარგული პროვაიდერიინსტრუმენტის პასუხსჩანაცვლების შემთხვევაში; ზ) მომხმარებელს არ აგებსგაუგზავნოს მისსაგადახდო მიერინსტრუმენტი შეთავაზებულმისი უსაფრთხოებისმოთხოვნის ზომაზეგარეშე, მომხმარებლისგარდა მიერიმ უარისშემთხვევისა, თქმისროდესაც შემთხვევაშიამ დამდგარიმომხმარებლისთვის შედეგისთვის.უკვე ასეთგადაცემული შემთხვევაშიინსტრუმენტი უსაფრთხოებისჩანაცვლებას ზომაზეექვემდებარება; უარისთ) თქმისდაადგინოს შედეგადამ დამდგარიმუხლის ზიანისთვისპირველი პასუხისმგებელიაპუნქტით მომხმარებელი.გათვალისწინებული 5.საგადახდო საქართველოსინსტრუმენტის ეროვნულიგამოშვებისა ბანკიდა უფლებამოსილიაგამოყენების პირობები, რომლებიც უნდა იყოს ობიექტური, არადისკრიმინაციული და პროპორციული. 3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერსპროვაიდერი თავისვალდებულია მიერსაკუთარ დადგენილითავზე წესითაიღოს დაუწესოსროგორც მოთხოვნებისაგადახდო ინსტრუმენტის, ისე მისი უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების გაგზავნასთან დაკავშირებული ყველა რისკი. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომხმარებლისა და ლიმიტებიპროვაიდერის ვალდებულებები აგრეთვე ვრცელდება საგადახდო ინსტრუმენტთან,ანგარიშზე მათწვდომისთვის შორის,გამოსაყენებელი ელექტრონულიუსაფრთხოების ფულისპერსონიფიცირებული ინსტრუმენტთანმახასიათებლების დაკავშირებით.მიმართ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება