1. მომხმარებლის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული საგადახდო დავალება უნდა შეესაბამებოდეს პროვაიდერის წესებით დადგენილ სტანდარტებს და უნდა შეიცავდეს იმ რეკვიზიტებს, რომლებიც უზრუნველყოფს პროვაიდერის მიერ საგადახდო დავალების შესრულებას, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ინფორმაციას.
2. საგადახდო დავალების ფორმასა და სტრუქტურას განსაზღვრავს პროვაიდერი.
3. პროვაიდერი პასუხისმგებელია საგადახდო დავალების საგადახდო სისტემისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით თავის მიერ დამატებულ ინფორმაციაზე.
4. მომხმარებელი პასუხისმგებელია თავის მიერ პროვაიდერისათვის საგადახდო დავალებით მიწოდებული რეკვიზიტების სისწორისა და სისრულისთვის.
5. საგადახდო დავალება შეიძლება გაიცეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საგადახდო დავალების მიცემის (ინიციირების) ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებული წესი.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.03.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.10.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. საგადახდო დავალება 1. მომხმარებლის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული საგადახდო დავალება უნდა შეესაბამებოდეს პროვაიდერის წესებით დადგენილ სტანდარტებს და უნდა შეიცავდეს იმ რეკვიზიტებს, რომლებიც უზრუნველყოფს პროვაიდერის მიერ საგადახდო დავალების შესრულებას, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ინფორმაციას. 2. საგადახდო დავალების ფორმასა და სტრუქტურას განსაზღვრავს პროვაიდერი. 3. პროვაიდერი პასუხისმგებელია საგადახდო დავალების საგადახდო სისტემისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით თავის მიერ დამატებულ ინფორმაციაზე. 4. მომხმარებელი პასუხისმგებელია თავის მიერ პროვაიდერისათვის საგადახდო დავალებით მიწოდებული რეკვიზიტების სისწორისა და სისრულისთვის. 5. საგადახდო დავალება შეიძლება გაიცეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებისსაშუალებების გამოყენებით. სააგენტოსაქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საგადახდო დავალების მიცემის (ინიციირების) ამ მუხლისაგანმუხლით დადგენილისგან განსხვავებული წესი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-1550-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
…უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: (ა) გირავნობა (გარდა ფინანსური გირაოსი, რომლის რეგისტრაცია რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად); (ბ) ლიზინგი; (გ) საბანკო გარანტია; კანონის 23-ე მუხლს „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: უფლების [...] წარმოშობა, [...] ცვლილება და [...] შეწყვეტა [...] არ ექვემდებარება რეგისტრაციას.
- საქმე №340210018002260972 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
…უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: (ა) გირავნობა (გარდა ფინანსური გირაოსი, რომლის რეგისტრაცია რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად); (ბ) ლიზინგი; (გ) საბანკო გარანტია; კანონის 23-ე მუხლს „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: უფლების [...] წარმოშობა, [...] ცვლილება და [...] შეწყვეტა [...] არ ექვემდებარება რეგისტრაციას.
- საქმე №340310015001079207 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 13.06.2019
…უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: (ა) გირავნობა (გარდა ფინანსური გირაოსი, რომლის რეგისტრაცია რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად); (ბ) ლიზინგი; (გ) საბანკო გარანტია; იმავე კანონის 23-ე მუხლს „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: უფლების [...] წარმოშობა, [...] ცვლილება და [...] შეწყვეტა [...] არ ექვემდებარება რეგისტრაციას;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება