1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
2. პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადისა და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ პირს ელექტრონულად ეგზავნება.
3. საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და ჩამოსაწერი თანხის ოდენობა.
4. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.
5. საბანკო დაწესებულების ლიკვიდატორი, კომერციული ბანკის სპეციალური მმართველი, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის ანგარიშები, რომლებზედაც საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილია საინკასო დავალება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა საბანკო დაწესებულებაში, სხვა რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1898
–
ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5658 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1808 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2626
- 09.09.2022 კანონი №1808
- 20.12.2019 კანონი №5658
- 28.06.2019 კანონი №4906
- 23.12.2017 კანონი №1898
- 08.11.2011 კანონი №5202
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-339(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2025
კასატორმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსის 238-ე, 241-ე, 243-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 23.04.2020წ. მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება,…
- საქმე №ბს-113(2კ-კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2023
კასატორმა საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ საინკასო დავალების წარდგენა ხდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში და მის ფარგლებში, საინკასო დავალება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს ელექტრონულად.
- საქმე №ბს-1100(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2022
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, ხოლო ამავე კოდექსის 243-ე მუხლის მიხედვით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის…
- საქმე №ბს-1111(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
მოსარჩელე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე, 241-ე, 243-ე, 244-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დასახალებული ნორმებით დადგენილია საგადასახადო დავალიანების „აღიარებული საგადასახადო დავალიანების“ ფარგლებში გადახდევინების უზრუნველყოფა და არა საგადასახადო დავალიანებაზე/აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე მეტი ოდენობით თანხების გადახდევინების უზრუნველყოფა.
- საქმე №ბს-932(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2021
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2017 წლის 10 იანვარს გამოცემული იყო #011-2017-003673 შპს „...ოს“ საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ.
- საქმე №ბს-881(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2021
- საქმე №ას-519-485-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2017
- საქმე №330310017002023661 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №330310018002247273 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.03.2019
- საქმე №330310017002202304 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება