ბრძანება N 8712
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8712
05 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 14 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 აპრილის (ოქმი №30) სხდომაზე განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2025 წლის 14 აპრილის №95079/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აპრილის ID: 34990984 შესაგებელთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე. აცხადებს, რომ მის მიერ ამჟამად გასაჩივრებულია სამართალდარღვევის ოქმი და საქმე წარმოებაშია ------ საქალაქო სასამართლოში, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ საბანკო ანგარიშზე გავრცელებულ იქნა საინკასო დავალება და განხორციელდა თანხების ჩამოჭრა 354,63 ლარის ოდენობით. გადამხდელი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლამდე მოცემული სადავო თანხა არ შეიძლება ითვლებოდეს დავალიანებად, მით უფრო აღსრულებაში მისაქცევად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საინკასო დავალებით შეცდომით ჩამოჭრილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა ი/მ ------ (ს/ნ -------) მიერ 2025 წლის 3 აპრილს წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც, გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზია საინკასო დავალებით თანხების არასწორად ჩამოჭრა.
2025 წლის 3 აპრილის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 14 აპრილს გამოიცა შესაგებელი (ID: --------) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ 135 მუხლის შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, კერძოდ, მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას (გპაბ-ზე ზედმეტობა არ ფიქსირდება).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ი/მ ------ (ს/ნ -------) 2025 წლის 20 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 0 ლარი, ჯარიმა 1 000 ლარი, საურავი 0 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2025 წლის 21 მარტის №-------- ბრძანების საფუძველზე, საინკასო დავალებით ჩამოწერილ იქნა თანხა სულ 365,63 ლარის ოდენობით.
2025 წლის 28 მარტს გადასახადის გადამხდელის აღიარებული ვალდებულებების ბარათზე რიცხული სადავო საგადასახადო დავალიანება გადატანილი იქნა დროებით ბარათზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 24 აპრილის მდგომარეობით, ი/მ ------ (ს/ნ -------) ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 365,63 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 1 000 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და საქმეში არსებული მასალებით, ი/მ ----- (ს/ნ -----) მიერ 2024 წლის 26 სექტემბრის №EL263295 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული თანხები კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა სასამართლოში, თუმცა 2025 წლის 21 მარტის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული თანხები შეცდომით იყო ასახული (დროებითი ბარათის ნაცვლად, აღიარებულ ბარათზე), რომელიც 2025 წლის 28 მარტს ძირითადი ბარათიდან გადატანილ იქნა დროებით (არაღიარებულ) ბარათზე.
არასწორად ჩამოწერილი თანხების უკან დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებზე, რომლების თანახმად:
7. ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც წარმოიშვა საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის არასწორად ჩამოწერის, მათ შორის, ორი ან რამდენიმე საბანკო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ერთდროულად შესრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოსათვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა.
8. გადასახადის გადამხდელისთვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მე-11 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე. ხოლო, 11 ნაწილის თანახმად, შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
ამავე ბრძანების 23-ე მუხლის თანახმად:
1. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
2. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:
ა) გადასახადის ან/და სანქციის თანხა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილია საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით;
ბ) არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პირის საბანკო ანგარიშიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის ან/და სანქციის თანხების ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არამართლზომიერად ცნობის თაობაზე;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით მიმართვის მომენტისათვის პირს პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა ექვემდებარება დაბრუნებას არამართლზომიერად ჩამოწერილ და აღიარებულ საგადასახადო დავალიანების თანხებს შორის დადებითი სხვაობის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2025 წლის 21 მარტის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო, 2024 წლის 26 სექტემბრის №EL263295 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული თანხები შეცდომით იყო ასახული აღიარებულ ბარათზე (დროებითი ბარათის ნაცვლად), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №------ საინკასო დავალებით ი/მ ------ (ს/ნ -------) საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა არამართლზომიერია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოახდინოს საინკასო დავალებით არამართლზომიერად ჩამოწერილი თანხების დაბრუნება ამავე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №------ ბრძანება ი/მ ------ (ს/ნ ------) საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ მიჩნეულ იქნეს არამართლზომიერად;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოახდინოს საინკასო დავალებით არამართლზომიერად ჩამოწერილი თანხების დაბრუნება ამავე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესით;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე. ითხოვს საინკასო დავალებით შეცდომით ჩამოჭრილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ი/მ-ს 2025 წლის 20 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საინკასო დავალებით ჩამოწერილ იქნა თანხა.
2025 წლის 28 მარტს გადასახადის გადამხდელის აღიარებული ვალდებულებების ბარათზე რიცხული სადავო საგადასახადო დავალიანება გადატანილი იქნა დროებით ბარათზე.
გადამხდელი ითხოვდა წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზია საინკასო დავალებით თანხების არასწორად ჩამოჭრა. გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, კერძოდ, მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას (გპაბ-ზე ზედმეტობა არ ფიქსირდება). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 24 აპრილის მდგომარეობით, ი/მ-ს ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 365,63 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 1 000 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2025 წლის 21 მარტის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო, 2024 წლის 26 სექტემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული თანხები შეცდომით იყო ასახული აღიარებულ ბარათზე (დროებითი ბარათის ნაცვლად), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის საინკასო დავალებით ი/მ-ის საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა არამართლზომიერია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოახდინოს საინკასო დავალებით არამართლზომიერად ჩამოწერილი თანხების დაბრუნება ამავე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესით.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:238(1);8(5):63(7,8):