1. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
2. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს.
3. (ამოღებულია - 01.05.2015, №3581).
4. (ამოღებულია - 01.05.2015, №3581).
5. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817).
5.1
(ამოღებულია - 12.06.2012, №6446).
6. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817).
7. ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც წარმოიშვა საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის არასწორად ჩამოწერის, მათ შორის, ორი ან რამდენიმე საბანკო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ერთდროულად შესრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოსათვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა.
8. გადასახადის გადამხდელისთვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
9. ცალკეულ შემთხვევაში, იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
10. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის გარეშე დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის გარეშე დაბრუნების შემთხვევებს, წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 201
წლის
მარტის
კანონი №5
– ვებგვერდი, 23.0
.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12
ივნისის
კანონი №64
– ვებგვერდი,.0
.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 1
მაისის
კანონი
№3581
- ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
- 28.06.2019 კანონი №4906
- 01.05.2015 კანონი №3581
- 08.11.2011 კანონი №5202
- 24.06.2011 კანონი №4963
- 14.06.2011 კანონი №4754
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 63. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება 1. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას. 2. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს. 3. (ამოღებულია - 01.05.2015, №3581). 4. (ამოღებულია - 01.05.2015, №3581). 5. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817). 5.1 (ამოღებულია - 12.06.2012, №6446). 6. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817). 7. ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც წარმოიშვა საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის არასწორად ჩამოწერის, მათ შორის, ორი ან რამდენიმე საბანკო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ერთდროულად შესრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოსათვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. 8. გადასახადის გადამხდელისთვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 9. ცალკეულ შემთხვევაში, იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 10. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის გარეშე დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის გარეშე დაბრუნების შემთხვევებს, წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 201 2 წლის 13 მარტის კანონი №5 7 91 – ვებგვერდი, 23.0 3 .2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №64 46 – ვებგვერდი, 25 .0 6 .2012წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ბს-884(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
…და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილი თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო…
- საქმე №ბს-743(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
გადაწყვეტილება რომ აღსრულდეს, ზედმეტობა, რომელიც გაუქმდა მითითებული თარიღით, უნდა აღდგეს ბარათზე, გადასახადის გადამხდელს უნდა აღუდგეს აგრეთვე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და საკითხის შესწავლის გარეშე, საგადასახადო კოდექსის მე-4, 63-ე, 65-ე მუხლებისა და „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის…
- საქმე №ბს-1107(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2023
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხის დარიცხვის კანონიერების მიმართ გადასახადის გადამხდელს გააჩნდა იურიდიული ინტერესი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ბიუჯეტში გადაიხადა 9 443.39 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო…
- საქმე №ბს-1083(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2023
გადასახადის გადამხდელის იურიდიული ინტერესი კი არსებობს მაშინ, როდესაც სადავო პერიოდში დარიცხული გადასახადების შემცირება (სასამართლოში დავის განხილვის დროისთვის გადამხდელს ბიუჯეტის წინაშე ვალდებულება არ ერიცხება) უკავშირდება უშუალოდ გადამხდელის მიერ არსებული საგადასახადო დაფარვის მიზნით გადასახადის გადახდას, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო…
- საქმე №ბს-351(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2022
…გადაცემის მომსახურების შესახებ, ხელშეკრულებით მხარეებმა სამოქალაქო კოდექსის 416-417-ე მუხლების საფუძველზე, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სახით, გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, რომელიც საგადასახადო კოდექსის 29.20 და 63.1 მუხლებით გათვალისწინებულ დაბეგვრას არ ექვემდებარება“. ამასთანავე მნიშვნელოვანია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება პირგასამტეხლოსა და პროცენტის…
- საქმე №ბს-932(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2021
- საქმე №ბს-881(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2021
- საქმე №ბს-869(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2021
- საქმე №ბს-833(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
- საქმე №ბს-329-329(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.11.2019
- საქმე №ბს-579(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2019
- საქმე №ბს-1072(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2018
- საქმე №ბს-528-521(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2015
- საქმე №330310017002023661 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №330310017001958330 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.10.2019
- საქმე №330310017001671344 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.03.2018
- საქმე №080310018002786259 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება