1. ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანით.
2. საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.
3. ადგილობრივი გადასახადის გადახდისათვის საგადასახადო შეღავათი დგინდება შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანით.
4. აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
5. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ბს-854(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2023
…ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას (მუხლი 53). საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანით.
- საქმე №ბს-437(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
2017 წლის 4 დეკემბრის N21-10-21/182725 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადებისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანით.
- საქმე №ბს-98(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2020
…ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება შპს „კ...ის“ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებისგან უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობის საკითხის დამატებით განხილვას და აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 60-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისგან.
- საქმე №ბს-329-329(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.11.2019
კასატორმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 60.4 მუხლს, რომლის შესაბამისად აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
- საქმე №ბს-579(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2019
კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
- საქმე №ბს-578-565(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2015
- საქმე №ბს-155-153(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2015
- საქმე №080310018002294177 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.02.2020
- საქმე №160310018002715178 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.01.2020
- საქმე №080310019002975621 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.11.2019
- საქმე №080310018002294177 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 15.10.2019
- საქმე №080310019002975621 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 25.07.2019
- საქმე №330310018002496132 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება