1. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს/ვალდებულებებს ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას იხდის ეს საწარმო/ორგანიზაცია, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციისას/საქმიანობის შეწყვეტისას (საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებისას) საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და საგადასახადო დავალიანების გადახდას სოლიდარულად ახორციელებენ აღნიშნული საწარმოს პარტნიორები/მონაწილეები.
3. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით უბრუნებს აღნიშნულ საწარმოს/ორგანიზაციას.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2768
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 55. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) 1. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) საქართველოს საგადასახადო ვალდებულებასკანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს/ვალდებულებებს ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას იხდის ამეს საწარმოს/ორგანიზაციისსაწარმო/ორგანიზაცია, სალიკვიდაციო კომისია, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციისას/საქმიანობის შეწყვეტისას (საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებისას) საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და საგადასახადო დავალიანების გადახდას სოლიდარულად ახორციელებენ ამაღნიშნული საწარმოს პარტნიორები/მონაწილეები. 3. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით უბრუნებს საწარმოს/ორგანიზაციისაღნიშნულ სალიკვიდაციო კომისიას (საწარმოს მონაწილეებს).საწარმოს/ორგანიზაციას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1110(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
…უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. საგადასახადო კოდექსის 55-ე მუხლით დადგენილია საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას.
- საქმე №ბს-278-276(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2017
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011…
- საქმე №330310014668824 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 55-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, ამასთან მეწარმეთა შესახებ კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება