1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 28.06.2019 კანონი №4906
- 20.12.2011 კანონი №5556
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.05.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 65. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა 1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით განსაზღვრულგათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა. 3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან. 4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი. 5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-884(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
კასატორმა მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებზე, 65-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 153-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ასევე „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების…
- საქმე №ბს-743(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
გადაწყვეტილება რომ აღსრულდეს, ზედმეტობა, რომელიც გაუქმდა მითითებული თარიღით, უნდა აღდგეს ბარათზე, გადასახადის გადამხდელს უნდა აღუდგეს აგრეთვე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და საკითხის შესწავლის გარეშე, საგადასახადო კოდექსის მე-4, 63-ე, 65-ე მუხლებისა და „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის…
- საქმე №ბს-1107(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2023
ქ-ეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნა ამ თანხის უკან დაბრუნებაზე არ წარუდგენია.
- საქმე №ბს-932(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2021
ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს გააჩნდა დეკლარაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი, ხოლო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე და 65-ე მუხლების საფუძველზე, ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, მისთვის ქონებრივი დანაკლისის სახით ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულად ვერ ჩაითვლებოდა.
- საქმე №ბს-579(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2019
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, თუ გადასახადის გადამხდელი დაადასტურებს, რომ არ არსებობდა საშემოსავლო გადასახადით მისი დაბეგვრის კანონისმიერი საფუძველი, საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე ჩნდება საგადასახადო ორგანოს კანონისმიერი ვალდებულება, შეასრულოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და უზრუნველყოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
- საქმე №ბს-1072(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2018
- საქმე №ბს-680-672(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.05.2016
- საქმე №330310017002023661 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №330310017001958330 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.10.2019
- საქმე №080310018002786259 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება