1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.
3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.
4. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს/საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების/ შეტყობინების ჩაბარებიდან ან ამ გადაწყვეტილების/შეტყობინების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ საგადასახადო ორგანოს შეტყობინება ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად ჩაითვლება.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 30.06.2017 კანონი №1182
- 13.05.2016 კანონი №5092
- 15.05.2012 კანონი №6211
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.06.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 69. საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა 1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება. 2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე. 3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას. 4. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოსსასამართლოს/საგადასახადო ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებისგადაწყვეტილების/ შეტყობინების ჩაბარებიდან ან ამ გადაწყვეტილების/შეტყობინების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ საგადასახადო ორგანოს შეტყობინება ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად ჩაითვლება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ას-579-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე განხორციელდა წინა პერიოდებში შეცდომით წარდგენილი ანგარიშგების დაზუსტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2018 წლის 9 აგვისტოს კომპანიამ დააზუსტა 2017 წლის ოქტომბრის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, აღნიშნული დაზუსტება მიზნად ისახავდა საგადასახადო ორგანოში წინა პერიოდში წარდგენილ დეკლარაციებში აღმოჩენილი შეცდომის გასწორებას.
- საქმე №ბს-113(2კ-კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2023
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტები, ასევე ამავე კოდექსის 61-ე და 69 მუხლები. ყალბმა აქტებმა: 28.12.2017წ. N3769 ბრძანებამ, ასევე 29.12.2017წ. N36221 ბრძანებამ და 29.12.2017წ.
- საქმე №ბს-1246(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2023
მოგვიანებით, 2019 წლის 30 აპრილს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მან შესაბამისი შესწორება შეიტანა დეკლარაციაში, თუმცა მის ბარათზე კორექტირებული დეკლარაცია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ აისახა, იმ მიზეზით, რომ აღნიშნული საგადასახადო შემოწმების პერიოდს მოიცავდა.
- საქმე №ბს-1083(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2023
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 205-ე მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებზე, ასევე, 69-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ/ვერ მოახდინა მოსარჩელემ 2012-2013 წლების ქონების გადასახადის დაზუსტება ისე, როგორც მან…
- საქმე №ბს-1138(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2022
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ…
- საქმე №ბს-4(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ბს-198(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.12.2020
- საქმე №ბს-833(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
- საქმე №ბს-764-760(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.09.2018
- საქმე №ბს-600-578(2კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
- საქმე №330310017001885092 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330310016001437071 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №080310017001889638 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.01.2019
- საქმე №330210118002648133 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება